ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ,,აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ჩამოსულ საერთაშორისო მედიას უმასპინძლა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოში უცხოური მედია პრეს-ტურით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმყოფება და აბრეშუმის გზის ფორუმის პარალელურად, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე, საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე სხვადასხვა სტატიებსა და სიუჟეტებს მოამზადებენ.

,,ქუთაისის აეროპორტი ბევრად ლამაზია და გაცილებით დიდი, ვიდრე 2019 წელს იყო, მაშინ როცა პირველად მოვხვდი ამ აეროპორტში. მას შემდეგ აქ ბევრი რამ შეცვლილა. ულამაზესი დიზაინის აეროპორტი გაქვთ”, - განაცხადა ამერიკული გამოცემა Forbes-ის ჟურნალისტმა ჟორესა ლეტა ბლაუნტმა აეროპორტის დათვალიერებისას.

საერთაშორისო ჟურნალისტებს ქუთაისის აეროპორტის დირექტორმა, გაგა სანიკიძემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა განახლებული ტერმინალისა და მისი შესაძლებლობების შესახებ. ასევე, გააცნო ის სამომავლო სიახლეები, რასაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო მედიამ პრეს-ტურის ფარგლებში, თბილისი დაათვალიერა, აბრეშუმის ფორუმის გაშუქების შემდეგ კი დასავლეთ საქართველოსკენ გადაინაცვლა, გზად გორის ელექტროსადგური მოინახულა, შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ესტუმრა. მოგვიანებით კი ენგურჰესის კაშხალს დაათვალიერებენ, ფოთის პორტსა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს გაეცნობიან და ბათუმში გადაინაცვლებენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო