საქართველოს პროკურატურაში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, თურქმენეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

საქართველოს პროკურატურაში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, თურქმენეთის რესპუბლიკის პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის თურქმენეთის ოფისის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით განხორციელებული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში პროკურატურის მიერ განხორციელებული რეფორმების, კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პროკურორთა საქმიანობის სპეციფიკის, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების, ბავშვზე მორგებული მიდგომების პრიორიტეტულად გამოყენების და უწყებათაშორისი კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით პროკურატურის მიერ მიღწეული წარმატებული შედეგები გააცნეს.

„ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებმა რუსთავის რაიონულ პროკურატურაში ბავშვზე მორგებული გარემო დაათვალიერეს და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელებისას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ნაკლებად სტრესულ გარემოში, კონფიდენციალურობის დაცვით, ბავშვზე მორგებული ფორმით გამოკითხვა/დაკითხვის პროცედურების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო საკითხების გაზიარების შესახებ და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოითქვეს. საქართველოს პროკურატურა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე საკუთარი წარმატებული გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს