„ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების ოჯახის წევრები ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ

ღაზაში „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების ოჯახის წევრები ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრას მოითხოვენ.

ამის შესახებ განცხადებას მძევლების ოჯახები აქვეყნებენ.

ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების გაფართოებული სახმელეთო ოპერაციის ფონზე, ღაზაში დატყვევებული მძევლების ოჯახები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და ომის კაბინეტის სხვა წევრებთან შეხვედრას მოითხოვენ.

„გასული ღამე ყველაზე ცუდი იყო. ეს დაუსრულებელი ღამე იყო, ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ოპერაციისა და გატაცებულთა ბედთან დაკავშირებით არსებული სრული გაურკვევლობის ფონზე“, - ნათქვამია გატაცებულთა ოჯახების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც The times of Israel ავრცელებს.

„ოჯახებს ახლობლების ბედი აწუხებთ და ახსნა-განმარტებას ელოდებიან. ისინი იმედგაცრუებულები არიან იმის გამო, რომ ომის კაბინეტის წევრებიდან არავინ არ იწუხებს თავს, რათა გატაცებულთა ოჯახებს აუხსნან, უქმნის თუ არა საფრთხეს სახმელეთო ოპერაცია ღაზაში დაკავებული 229 მძევლის უსაფრთხოებას“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის