რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს სიგიჟე და შეაჩეროს თავდასხმები

ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს სიგიჟე, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს.

„გუშინ ღამით, ისრაელმა ღაზას დაბომბვა გააძლიერა და კიდევ ერთხელ ამოიღო მიზანში ქალები, ბავშვები, უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები და მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისი გააუარესა. ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს სიგიჟე და შეაჩეროს თავდასხმები“, - წერს ერდოღანი „ტვიტერის“ გვერდზე.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ასევე, თურქ მოსახლეობას მოუწოდა, რომ დღეს სტამბოლში გასამართ პალესტინის მხარდამჭერ აქციაში მიიღონ მონაწილეობა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა