მალტაში უკრაინის მიერ შეთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ რიგით მესამე შეხვედრა დაიწყო

მალტაში უკრაინის მიერ შეთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ რიგით მესამე შეხვედრა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

„საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ მიმართ იზრდება. ამის დასტურია, გლობალური სამხრეთის ქვეყნების დიდი რაოდენობა, რომლებიც შეხვედრაში მონაწილეობენ. ეს ნამდვილად იმის დემონსტრირებაა, რომ მსოფლიო სამართლიანობითა და უკრაინის გამარჯვებით არის დაინტერესებული“, - განაცხადა ერმაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მალტაში შეხვედრას 65 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. შეგახსენებთ, რომ „მშვიდობის ფორმულის“ ფარგლებში პირველი ორი შეხვედრა კოპენჰაგენსა და ჯიდაში გაიმართა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება