აჭარის უმაღლესი საბჭო, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მეურვეობის შვიდი კანდიდატიდან, ორს შეარჩევს

აჭარის უმაღლესი საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება კანონმდებლებმა 28 ოქტომბრის ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე უძღვებოდა.

დავით გაბაიძის განცხადებით, შესაბამისმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და აჭარის უმაღლეს საბჭოს წარმოუდგინა სამეურვეო საბჭოს წევრობის 7 კანდიდატი: გიორგი კოხრეიძე, ემზარ პაქსაძე, თამარ წილოსანი, თამილა დოლიძე, მარინა გიორგაძე, ნატო ასათიანი, ფირუზ ბოლქვაძე. მათგან, პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად, ორი კანდიდატი შეირჩევა.

აჭარის უმაღლესი საბჭო, კენჭისყრიდან სამი დღის ვადაში, შერჩეულ მეურვეობის ორ კანდიდატს, დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება