რუსული მედია - „ჰამასი“ ცდილობს, რომ რუსეთ-ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე რვა მძევალი გაათავისუფლოს

„ჰამასი“ ცდილობს, რომ რუსეთ-ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე რვა მძევალი გაათავისუფლოს, - ამის შესახებ­ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„რუსეთის მხრიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, მივიღეთ იმ პირების სია, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. ჩვენ ვეძებთ ამ ადამიანებს. ძნელია, მაგრამ ვეძებთ და როცა ვიპოვით, მათ გავუშვებთ. ჩვენ ყურადღებას ვიჩენთ ამ სიის მიმართ და სიფრთხილით ვმუშაობთ, რადგან რუსეთს უახლოეს მეგობრად მივიჩნევთ“, - „ჰამასის“ წარმომადგენლის მუსა აბუ მარზუკის სიტყვებს „რია ნოვოსტი“ ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ჰამასის“ დელეგაცია ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ