მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა

91 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა.

ინფორმაციას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, ბატონი თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო! მარჯანიშვილის თეატრის სახელით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მსახიობის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში

თენგიზ არჩვაძე 1932 წლის 3 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 1967 წელს არჩვაძე საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი გახდა, 1979 წელს - საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (). 2017 წელს მას „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა. იყო რუსთავისა (2020) და თბილისის საპატიო მოქალაქე (2022).

თენგიზ არჩვაძემ 1956 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1967 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში, 1973 წლიდან — მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. პირველი როლი, ფილმში „ერთი ცის ქვეშ“, შეასრულა 1961 წელს, ბოლო კი – ფილმ „კიდევ ერთი ქართული ისტორია“. შესრულებული აქვს 46 კინოროლი

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს