სერგეი ლავროვი - ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება

ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს, ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ ტერორიზმს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით უპასუხოთ, მათ შორის ძალა გამოიყენოთ ისეთ ობიექტებზე, სადაც ცნობილია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები და მძევლები იმყოფებიან“, - განაცხადა ლავროვმა.

„თუ ღაზა განადგურდება და 2 მილიონი ადამიანის განდევნა მოხდება, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი ისრაელში და მის ფარგლებს გარეთ გვთავაზობს, ეს გამოიწვევს კატასტროფას, რომელიც მრავალი ათწლეულის და შესაძლოა საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდეს. აუცილებელია, ცეცხლის შეწყვეტა და ბლოკადაში მყოფი მოსახლეობის გადასარჩენად ჰუმანიტარული პროგრამების გამოცხადება“, - აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაამატა, რომ რუსეთი ისრაელთან მჭიდრო კავშირში რჩება.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს