ჯოზეფ ბორელი -  ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების შეჩერება სასწრაფოდ არის საჭირო, რათა შესაძლებელი გახდეს ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა - ვითხოვთ ყველა მძევლის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას

ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების შეჩერება სასწრაფოდ არის საჭირო, რათა შესაძლებელი გახდეს ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

„ღაზა სრულიად ჩაბნელებულია და იზოლაციაშია მაშინ, როდესაც მასიური დაბომბვა გრძელდება. გაერო-ს პალესტინელი დევნილების დახმარების სააგენტო გვაფრთხილებს ღაზას მოსახლეობის სასოწარკვეთილი მდგომარეობის შესახებ ელექტროენერგიის, საკვების, წყლის გარეშე. ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. ეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ეწინააღმდეგება. საომარი ქმედებების შეჩერება სასწრაფოდ არის საჭირო, რათა შესაძლებელი გახდეს ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყველა თავდასხმას ვგმობთ, მათ შორის ისრაელის წინააღმდეგ განურჩეველი სარაკეტო თავდასხმების გაგრძელებას და ვითხოვთ ყველა მძევლის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას” - წერს ბორელი.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება