ისრაელის თავდაცვის ძალები - მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზის ჩრდილოეთიდან სამხრეთით უნდა გადავიდეს, რადგან ისრაელი ომის შემდგომ ეტაპზე გადადის

ისრაელი ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს მოუწოდებს, სამხრეთით გადაინაცვლონ, რადგან ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში „ჰამასთან“ ომის შემდგომ ეტაპზე გადადის და ოპერაციებს აფართოებს,- ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა.

„ჩრდილოეთ ღაზაში, ქალაქ ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა დროებით უნდა გადავიდეს სამხრეთით, უფრო უსაფრთხო ზონაში, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ წყალი, საკვები და მედიკამენტები”, - აღნიშნა ჰაგარმა.

მისი თქმით, ისრაელი ებრძვის „ჰამასს“ და არა ღაზის მოსახლეობას.

„ისრაელი ომშია, რომელიც მას არ დაუწყია და არ სურდა. ისრაელი ებრძვის "ჰამასს“ და არა ღაზის მოსახლეობას“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

მისი თქმით, „ჰამასი“ ღაზის მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს და სამოქალაქო შენობებსა და მის ქვეშ მოქმედებს.

შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ "ჰამასის" წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპი ღაზის სექტორში ახალი სახმელეთო ძალების შეყვანით დაიწყო.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე