სომეხთა ეკლესია ცხოველმყოფელი ჯვრის მოპოვებას დღესასწაულობს

სომეხთა ეკლესია ცხოველმყოფელი ჯვრის მოპოვებას დღესასწაულობს

სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესია ცხოველმყოფელი ჯვრის მოპოვების დღესასწაულს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯვრის მოპოვება ქრისტეს ჯვრისადმი მიძღვნილ ოთხ დღესასწაულთაგან ერთ-ერთია და იგი წმინდა ელენე დედოფლის მიერ 327 წელს, იერუსალიმში ჯვრის აღმოჩენას უკავშირდება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომხურ სამოციქულო ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს და მშვიდობას უსურვებს მათ.