საქართველოში ყველა მოქალაქე უნდა საუბრობდეს ქართულად - „ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” კოალიციამ პროგრამა შეიმუშავა, რომლის შესრულებაც დემოკრატიული განვითარებისთვისაა საჭირო, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანმა ედო ჯავახიძემ “სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური უმცირესობების მიმართულების ხელმძღვანელთან, შორენა ლობჟანიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 5.5 მილიონიდან 3.5 მილიონამდე შემცირებულ მოსახლეობაში 300 000-ზე მეტი ადამიანი ქართულად ვერ საუბრობს, რაც ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იმის ნახევარსაც ვერ აკეთებს, რისი პოტენციალიც გააჩნია.
“დღეს საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის გამოწვევები აქვს. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ქვეყნის მოსახლეობა 2 მილიონით შემცირდა, ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ყოველწლიურად 100 000-მდე ჩვენი თანამოქალაქე ტოვებს საქართველოს. ხოლო პირიქით, ქვეყანაში რუსი მოსახლეობის შემოდინება უკონტროლოა, საქართველო კარგავს დემოკრატიის ნიშნებს, რის გამოც, წლებია ჩვენი პარტნიორები ინვესტიციას დებდნენ საქართველოს უსაფრთხოებაში.
ამ ფონზე, როცა ჩვენი ეროვნული ამოცანა საქართველოს თითოეული მოქალაქის პოტენციალის გამოყენება და ერთიანი ეროვნული ქსოვილის განმტკიცება უნდა იყოს, 5.5 მილიონიდან 3.5 მილიონამდე შემცირებულ მოსახლეობაში 300 000-ზე მეტი ადამიანი ვერ საუბრობს ქართულად, რაც ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იმის ნახევარსაც ვერ აკეთებს, რისი პოტენციალიც გააჩნია.
ამას ადასტურებს ის, რომ სხვადასხვა კვლევის მიხედვით, არაქართულენოვან მოსახლეობაში, ქართული ენის არმცოდნე ადამიანებთან შედარებით, სამჯერ მეტია დასაქმების მაჩვენებელი იმ ადამიანებში, ვინც ფლობს ქართულ ენას. ეს არის დიდი პრობლემა“, - განაცხადა ედო ჯავახაძემ.
ედო ჯავახაძის თქმით, ხელისუფლებების ცვლილების შემთხვევაშიც საქართველოში უნდა დამკვიდრდეს წარმატებული პროგრამების შენარჩუნების ტრადიცია.
„პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობა შეეჭიდა ამ პრობლემას, შემოიღო ახალი პროგრამები. მაგალითად 1+4 პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტში 1 წლის განმავლობაში ქართული ენის სწავლებას არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის; პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“, რომლის ფარგლებშიც მსურველებს შეეძლოთ, წასულიყვნენ არაქართულენოვან დასახლებებში და ესწავლებინათ ქართული ენა. პროგრამა „ქართული ენის სახლები“, რომელიც ღია იყო ყველა მსურველისთვის და სხვა. მაგრამ ფაქტია, რომ ის დრო არ აღმოჩნდა საკმარისი საბოლოო შედეგის მისაღწევად.
საპირისპიროდ - ბოლო 10 წელიწადში „ქართულმა ოცნებამ“ არათუ რაიმე ახალი შემოგვთავაზა, არამედ წინა ქმედითი პროგრამები სრულად დაცალა შინაარსისგან, რის გამოც ბოლო 10 წელიწადში ქართული ენის ცოდნის დონე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გაზრდილა.
საქართველოში უნდა დამკვიდრდეს წარმატებული პროგრამების შენარჩუნების ტრადიცია, ხელისუფლებების ცვლილების შემთხვევაშიც. ეს არის დემოკრატიის მოთხოვნა.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და “სტრატეგია აღმაშენებლის” კოალიციამ შეიმუშავა პროგრამა - საქართველოს ყველა მოქალაქე საუბრობდეს ქართულად. რომლის განხორციელებაც საჭიროა:
ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის; საჭიროა ერთიანი ეროვნული ქსოვილის გასაძლიერებლად; საჭიროა ადამიანის უფლებების დაცვისთვის და ეკონომიკის განსავითარებლად.
ჩვენი მიზანია: