ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183 წელი აღინიშნა

ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე იუბილე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის მშობლიურ სოფელში, მისივე მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას დღესასწაული გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან თამაზ შიოშვილთან ერთად გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა მიულოცეს.

„სადღესასწაულო ტერიტორიაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემსრულებლების შემოქმედებისთვის, დაეთვალიერებინათ ფაცხები საშემოდგომო ნობათით და გაცნობოდნენ დედა ენის თემატიკის გათვალისწინებით მოწყობილ საჯარო სკოლების კუთხეებს.

„დედა ენის“ ავტორის იუბილე ყოველ წელს აღინიშნება. საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი იაკობ გოგებაშვილი ვარიანში 1840 წელს დაიბადა.

ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება