საქართველოს ელჩი ისრაელში - ბუნებრივია, საჰაერო განგაშები არ წყდება, კვლავ დაძაბული ვითარებაა - ვისაც გარკვეული სტრესული მდგომარეობა აქვს, ვურჩევდი, გაემგზავროს სამშობლოში, ეს პროცესი 2-3 თვეში არ დასრულდება

ბუნებრივია, საჰაერო განგაშები არ წყდება, კვლავ დაძაბული ვითარებაა. ამ ყველაფერს თან ახლავს ფსიქოლოგიური სტრესიც, უკვე სამი კვირაა, ამ მდგომარეობაში ვართ,- ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებში პანიკური მდგომარეობა ჩამცხრალია.

„მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. საომარი მდგომარეობაა ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთის ფრონტზეა საბრძოლო მოქმედებები. ისრაელში ვინც დარჩნენ, ჩვენს მოქალაქეებში პანიკური მდგომარეობა ჩამცხრალია, უფრო ნაკლებია გამგზავრების მსურველი, ნაკლებია მომართვიანობა საელჩოსთან.

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში თელ-ავივში და მის მიმდებარე ქალაქებში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესები აღდგა.

გაიხსნა სკოლები, საბავშვო ბაღები, ძირითადად ის შენობები, სადაც დაცულია თავშესაფარი და შეიძლება ბავშვები შეიყვანო საჰაერო განგაშის დროს.

ბუნებრივია, საჰაერო განგაშები არ წყდება, კვლავ დაძაბული ვითარებაა. ამ ყველაფერს თან ახლავს ფსიქოლოგიური სტრესიც, უკვე სამი კვირაა, ამ მდგომარეობაში ვართ. ვისაც აქვს გარკვეული სტრესული მდგომარეობა, ვურჩევდი, რომ გაემგზავროს სამშობლოში და უფრო მშვიდ გარემოში იყოს. ეს პროცესი 2-3 თვეში არ დასრულდება“,- აღნიშნავს ლაშა ჟვანია “საზოგადოებრივ მაუწყებელთან“.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი