კახა კალაძე კლასიკური ავტომობილების შოუს დაესწრო

თბილისის მერიის მხარდაჭერით, რესპუბლიკის მოედანზე კლასიკური ავტომობილების შოუ გაიმართა. ავტომოყვარულებს მოედანზე 150 რეტრო მანქანა დახვდათ გამოფენილი.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაესწრო. მისი თქმით, ბოლო წლებში, კლასიკური ავტომობილების შესახებ არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა, რომლის ერთ-ერთი ავტორი და აღნიშნული ღონისძიების თანაორგანიზატორი პარლამენტის წევრი, არჩილ თალაკვაძე გახლდათ.

„საქართველოში ძალიან უყვართ ავტომობილები, განსაკუთრებით კი კლასიკური ავტომობილები. დედაქალაქის მერია მხარს უჭერს აღნიშნულ პროექტს. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა ისტორიული ავტომობილების რაოდენობა. დღევანდელი ღონისძიებაც ამაზე მეტყველებს. დღეისთვის, 250 ადამიანი არის გაწევრიანებული აღნიშნულ კლუბში. ჩვენის მხრივ ხელს შევუწყობთ ასეთი პროექტების განხორციელებას, რომ ამ მიმართულებით მეტი ადამიანი იყოს დაინტერესებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებაზე კახა კალაძე შვილთან და ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

ლევან ლორთქიფანიძე - დასავლეთის მკაცრი, მიზანმიმართული გადაწყვეტილებები, ივანიშვილს აგრძნობინებს, რომ მან ადრე ჩამოწერა აშშ და ევროკავშირი, რომ დასავლეთი არ აპირებს ხელი აიღოს თავის ინტერესებზე სამხრეთ კავკასიაში
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2024
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის