ისრაელის ქალაქებში, მათ შორის თელ-ავივში, სირენების ხმა ისმის

ისრაელის ცენტრალური ნაწილის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თელ-ავივში, ჰერცლიაში, რაანანაში, ჰოლონსა და ჰოდ-ჰაშარონში, სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ტელეკომპანია Channel 12-ის ცნობით, თავშესაფრებს 2 მილიონამდე ადამიანმა მიაშურა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა