გაერო - ღაზის მოსახლეობა დახმარების ცენტრებში შეიჭრა და ფქვილი და სხვა მარაგი გაიტაცა

ღაზის ათასობით მცხოვრები პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოს საწყობებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში შეიჭრა და ფქვილი და პირველადი საჭიროების სხვა პროდუქტები გაიტაცა, - ინფორმაციას პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტო ავრცელებს.

„ეს არის შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, რომ სამოქალაქო წესრიგი იწყებს ნგრევას სამკვირიანი ომისა და ღაზის მკაცრი ალყის შემდეგ“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

გაერო-ს სააგენტოში განმარტავენ, რომ ღაზის სექტორში ეგვიპტიდან სატვირთო მანქანებით შეტანილი ჰუმანიტარული დახმარება არასაკმარისია.

”ბაზარზე მარაგები იწურება, ხოლო ღაზის სექტორში ეგვიპტიდან სატვირთო მანქანებით შემოსული ჰუმანიტარული დახმარება არასაკმარისია“, - აცხადებენ ორგანიზაციაში და განმარტავენ, რომ ჰუმანიტარული კოლონების ღაზაში შეყვანის ამჟამინდელი სისტემა განწირულია მარცხისთვის.

”საზოგადოებების საჭიროებები უზარმაზარია, ხოლო დახმარება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, მწირი და შეუსაბამოა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოში აცხადებენ, რომ ღაზაში ხალხის დასახმარებლად მათი შესაძლებლობები შეაფერხა საჰაერო თავდასხმებმა, რის შედეგადაც ორგანიზაციის 50-ზე მეტი თანამშრომელი დაიღუპა და მარაგების გადატანა შეფერხდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება