ანონსი 30 ოქტომბერი

ანონსი 30 ოქტომბერი

30 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის - „ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები" საკითხზე ზეპირი მოსმენა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

30 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

30 ოქტომბერს, 11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ პრესკონფერენციას თემაზე: „ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებაზე არ რეაგირებს“ გამართავენ.

მის: დავით აღმაშენებლის გამზ. #61, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ოფისი

30 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ახალი კვლევას გამოაქვეყნებს, რომელიც საქართველოში გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების განვითარებას ეხება. ღონისძიებას დაესწრებიან: სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი გერმანიის საელჩოში - ლიდია ქრისტმანი; UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში - დაგლას უები; ორჰუსის კონვენციის შესაბამისობის კომიტეტის წევრი - პროფესორი თომას შომერუსი.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი.

საკონტაქტო: სოფოჭიჭინაძე -599 196907

30 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ადვოკატები და ბიზნესმენ არსენ კუტალაძის მეუღლე მარინე წამალაიძე საქართველოს გენერალური პროკურორის სახელზე მიმართვას წარადგენენ და სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: ბიზნესმენის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება და ღია კითხვები.

მის: ვახტანგ გორგასლის ქ.N24

საკონტაქტო: 599 291202

30 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

სასამართლო სხდომას დაესწრებიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე, გენერალური მდივანის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი, ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე და პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

30 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საია „ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ - 7-9 მარტის აქციის დაშლასა და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შეფასების ანგარიშის“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: თელავის ქუჩა #20, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი“

საკონტაქტო: ლევან ქათამაძე - 577 07 05 00

30 ოქტომბერს, 11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ცივი სეზონის მოახლოება და გამოწვევები - ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხები.

კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობლები, გაზის გაჟონვის რისკები და უსაფრთხოების ნორმები- ენერგოომბუდსმენის რეკომენდაციები“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

30 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის - პროფესიულ განათლებაში შრომის ბაზართან თავსებადი პრიორიტეტების იდენტიფიცირებისა და დაფინანსების მოდელის ანალიზის მიზნით დაწყებული თემატური მოკვლევის ზეპირი მოსმენა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

30 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N534

(C კორპუსი, V სართული)

30 ოქტომბერს, 13:00 საათზე იუსტიციის სახლთან ბინადრობის უფლების გაცემასთან დაკავშირებით ფერეიდნელი ქართველების აქცია გაიმართება.

საკონტაქტო: 599 29 00 13

30 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გაიმართება.

30 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

30 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

30 ოქტომბერს, 14:00 საათზე ცნობილი ქართველი მოქანდაკის, ელგუჯა ამაშუკელის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია (ბიუსტი) გაიხსნება.

ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია დაესწრება.

მის: გორგასალის ქ. N3

30 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

30 ოქტომბერს, 15:30 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

30 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

30 ოქტომბერს, 17.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართება.