მედია - დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტში მომიტინგეები შეიჭრნენ, რომლებიც ებრაელებზე თავდასხმას აპირებდნენ

დაღესტანში, მაჰაჩყალაში, პროპალესტინელი მომიტინგეები აეროპორტში შეიჭრნენ და ებრაელებზე თავდასხმას აპირებდნენ. ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ბრბო აეროპორტის ტერმინალში შეიჭრა. როგორც მედია აღნიშნავს, ისინი ადგილზე მას შემდეგ შევიდნენ, რაც ისრაელიდან ფრენის შესახებ შეიტყვეს.

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხდარის გამო, რეისი სხვა აეროპორტში დაეშვა, თუმცა მგზავრებს უსაფრთხოების მიზნით თვითმფრინავში დარჩენა სთხოვეს.

სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებული კადრების თანახმად, რუსი მფრინავი ეუბნება მგზავრებს, რომ არ ეცადონ კარების გაღებას.

როგორც მედია წერს, ჯგუფი ძირითადად პალესტინელი ემიგრანტებისაგან შედგებოდა.

არსებული ინფორმაციით, აეროპორტში დამატებითი უსაფრთხოების ძალები და რუსეთის ეროვნული გვარდიის დანაყოფები გაგზავნეს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა