ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ შეძრწუნებულია ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ დაღესტანში მიმდინარე არეულობით და მომხდარს რუსეთის სიძულვილის კულტურის ნაწილად აფასებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ შეძრწუნებულია რუსეთში, დაღესტანში მომხდარი მოვლენებით, როდესაც ბრბომ გაარღვია აეროპორტის ტერმინალი თელ-ავივიდან ჩასული ებრაელების მოსაძებნად.

„ეს არ არის იზოლირებული ინციდენტი მაჰაჩყალაში, არამედ რუსეთის მიერ გავრცელებული სიძულვილის კულტურის ნაწილი სხვა ერების მიმართ, რომლის პროპაგანდასაც ახორციელებენ სახელმწიფო ტელევიზია, ექსპერტები და ხელისუფლება“, - აცხადებს ის.

ზელენსკის თქმით, რუსეთის ლიდერები ანტისემიტურ განცხადებებს აკეთებენ.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გასულ წელს ანტისემიტური განცხადებების სერია გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმაც გამოიყენა ანტისემიტური ენა“, - აცხადებს ის.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში