ისრაელმა სირიაში სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყა

ისრაელის სამხედროებმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყეს მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.

მედიის ინფორმაციით, დარტყმა სირიის სამხრეთ ნაწილში, დარას მახლობლად მოხდა.

რაც შეეხება სირიიდან განხორციელებულ თავდასხმას, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ყველა ჭურვი ღია ტერიტორიებზე დაეშვა და არანაირი ზიანი არ გამოუწვევია.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ