იორდანია, რეგიონული ესკალაციის შიშის ფონზე, აშშ-ს „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემას სთხოვს

აშშ-ის ახლო მოკავშირე იორდანიამ ვაშინგტონს სთხოვა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მის საზღვრებზე „პატრიოტის“ რაკეტები განათავსოს.

"ჩვენ ვთხოვეთ ამერიკულ მხარეს, გაეძლიერებინა ჩვენი თავდაცვის სისტემა „პატრიოტის“ რაკეტებით. ეს სისტემა ძვირია, ადგილობრივი შესაძლებლობებით მისი გამოყენება შეუძლებელია და ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული პარტნიორი", - განაცხადა იორდანიის არმიის პრესსპიკერმა, გენერალმა მუსტაფა ალ-ჰიარიმ.

მისი თქმით, იორდანია მუდმივი საფრთხეების წინაშე დგას, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებით ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა საუკეთესო იარაღია ამ საფრთხესთან გასამკლავებლად.

იორდანია აშშ-ს დახმარებას იმ ფონზე სთხოვს, როდესაც ღაზაში ომისა და ლიბან-ისრაელის საზღვარზე „ჰეზბოლასა“ და ისრაელის ძალებს შორის შეტაკებების გამო ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე