კამალა ჰარისი - აბსოლუტურად არ გვაქვს განზრახვა, ისრაელში ან ღაზაში ჯარები გავგზავნოთ, წერტილი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებით, აშშ-ს განზრახული არ აქვს, გაგზავნოს ამერიკული სამხედრო ჯარები ისრაელში ან ღაზაში, ფართო რეგიონული კონფლიქტის შიშის ფონზე.

”ჩვენ აბსოლუტურად არ გვაქვს განზრახვა, ან რაიმე გეგმები ისრაელში ან ღაზაში საბრძოლო ჯარები გავგზავნოთ, წერტილი”, - აღნიშნა ჰარისმა CBS-თან ინტერვიუში.

მან ხაზი გაუსვა, რომ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი.

„მინიმუმ 1400 ისრაელელი დაიღუპა. ისრაელს, ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე, აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. როგორც ვამბობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს „ჰამასისა“ და პალესტინელების გაიგივება. პალესტინელები იმსახურებენ უსაფრთხოების თანაბარ ზომებს, თვითგამორკვევას და ღირსებას, და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ომის წესების დაცვა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უნდა მოხდეს“, - აღნიშნა ჰარისმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა