სოფო ჯაფარიძე - ვუყურებთ ბიძინა ივანიშვილის ახირებას, თუ როგორ ემსახურება მთელი სახელმწიფო მანქანა - ის დაკავებულია კენიიდან მითვისებული ბაობაბების „სეირნობით“

ვუყურებთ ბიძინა ივანიშვილის ახირებას, თუ როგორ ემსახურება მთელი სახელმწიფო მანქანა - ის დაკავებულია კენიიდან მითვისებული ბაობაბების „სეირნობით“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გვიან ღამით, კენიიდან ჩამოსული ბაობაბების ტრანსპორტირების მიზნით, გრიგოლეთიდან ფოთისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი იყო და ასევე, შეფერხება იყო თბილისი-ბათუმის მაგისტრალზეც.

წუხელ, ადგილობრივი მოსახლეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათი განცხადებით, სამართალდამცველები ბაობაბების ხეების გადაზიდვაში იყვნენ ჩართული, რასაც თავის მხრივ, უწყების წარმომადგენლები უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ გზის გადაკეტვა ხეების ტრანსპორტირებასთან არ იყო დაკავშირებული.

„ვუყურებთ ბიძინა ივანიშვილის ახირებას, როგორ ემსახურება მთელი სახელმწიფო მანქანა. მან უცებ შეძლო, რომ 5-ზე მეტ სოფელს ელექტროენერგია შეეზღუდა, ტრაფარეტები ცენტრალურ მაგისტრალზე აქეთ-იქით მიცვენილია. დღეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე იმით უნდა იყოს დაკავებული, რომ როგორღაც კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, დღეს ის არის დაკავებული კენიიდან მითვისებული ბაობაბების „სეირნობით,“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება