მედია - ისრაელის ძალებმა ჯენინში ჯენინის ბრიგადის ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელეს

დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინში მომხდარი შეტაკების დროს ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამი პალესტინელის, მათ შორის ისლამური ჯიჰადის შტოს, ჯენინის ბრიგადის დამფუძნებლის, ვიამ ჰანუნის ლიკვიდაცია განახორციელეს, - ინფორმაციას პალესტინური საინფორმაციო პორტალი WAFA ავრცელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ისრაელის მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებები მოხდა დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ყალკილიაშიც.

























