გაერო - ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება კიდევ 33 სატვირთო მანქანით შეიტანეს

გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის ინფორმაციით, კვირას ღაზას სექტორში, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით, წყლით, საკვებითა და სამედიცინო აღჭურვილობით დატვირთული კიდევ 33 სატვირთო ავტომანქანა შევიდა.

„ეს არის ჰუმანიტარული დახმარების ყველაზე დიდი მიწოდება 21 ოქტომბრის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც მიწოდება განახლდა“, - აცხადებენ გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისში.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, საავადმყოფოების თხოვნის მიუხედავად, რომლებიც, ძირითადად, ელექტროენერგიის გენერატორებზე მუშაობენ, საწვავის მიწოდება არ განხორციელებულა.

მედიის ინფორმაციითვე, 21 ოქტომბრიდან დღემდე ღაზაში 117 სატვირთო მანქანა შევიდა.

ცნობისათვის, ისრაელის მიერ ბლოკადის დაწყებამდე, ღაზაში, ყოველდღიურად, დაახლოებით 500 სატვირთო მანქანა შედიოდა, რომლითაც ანკლავის ტერიტორიაზე დახმარება და სხვა საქონელი შეჰქონდათ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის