ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტის შესახებ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და კითხვებს უპასუხა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თავის გამოსვლაში მინისტრმა ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელოვან მიმართულებებს და აღნიშნა, რომ რიკოთის 52 კმ-იანი მონაკვეთი არის აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო (E60) მაგისტრალური გზის ყველაზე გამომწვევი და რთული მონაკვეთი რელიეფისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, რომლის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის, უსაფრთხოების ხარისხისა და განვითარების გეგმაზე სახელმწიფომ მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

მისი თქმით, ამ პროცესს წინ უძღვოდა მოსამზადებელი საპროექტო სამუშაოები და პროექტის განხორციელებაში, საპროექტო სამუშაოების ეტაპიდანვე, ჩართული იყვნენ პარტნიორები - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურების, პოლიტიკისა და წესების დაცვით ჩატარდა პროექტის მნიშვნელოვანი წინა მოსამზადებელი კვლევები, პროექტირება, სამშენებლო ტენდერები და შემდგომ უკვე მათი ჩართულობითა და ზედამხედველობით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სამშენებლო პროცესები.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რიკოთის მაგისტრალის პროექტირების შესასრულებლად კომპანიები გამოვლინდა მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის პროცედურების დაცვით. შერჩევის ეტაპში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში აღიარებულმა და ცნობილმა კომპანიებმა და შედეგად, ოთხივე მონაკვეთის პროექტირება განახორციელეს ამერიკულმა, იტალიურმა, თურქულმა და სამხრეთ კორეულმა კომპანიებმა. პროექტირებაში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართული კომპანიები.

„ჯამში, რიკოთის მონაკვეთის მხოლოდ პროექტირებაში ჩართული იყო 140 სპეციალისტი, საიდანაც 56 იყო საერთაშორისო ექსპერტი, ხოლო 84 - ადგილობრივი. ამ დიდ გუნდში იმუშავა ყველა შესაძლო სპეციალობისა და დარგის წარმომადგენელმა: გვირაბების, ხიდების, საავტომობილო გზების ინჟინრებმა, გეოლოგებმა, გეოტექნიკოსებმა, ჰიდროლოგებმა, გარემოს დაცვის სპეციალისტებმა, საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებმა და სხვა. გარდა იმისა, რომ პროექტირებაში ჩართული იყვნენ გამოცდილი საპროექტო ორგანიზაციები, მათ მიერ მომზადებულ პროექტს აუდიტი ჩაუტარეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დამოუკიდებელმა სპეციალისტებმა მათ შორის, ფრანგებმა იტალიელებმა, ავსტრალიელებმა, ავსტრიელებმა და მხოლოდ მათი დასტურის შემდეგ დამტკიცდა რიკოთის პროექტი“, -განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა