ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის მონაკვეთის პროექტირებაში ჩართული იყო 140 სპეციალისტი, 56 საერთაშორისო და 84 ადგილობრივი ექსპერტი

ჯამში, რიკოთის მონაკვეთის მხოლოდ პროექტირებაში ჩართული იყო 140 სპეციალისტი, საიდანაც 56 იყო საერთაშორისო ექსპერტი, ხოლო 84 - ადგილობრივი. ამ დიდ გუნდში იმუშავა ყველა შესაძლო სპეციალობისა და დარგის წარმომადგენელმა: გვირაბების, ხიდების, საავტომობილო გზების ინჟინრებმა, გეოლოგებმა, გეოტექნიკოსებმა, ჰიდროლოგებმა, გარემოს დაცვის და საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებმა, - ამის შესახებ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ პროექტირებაში ჩართული იყვნენ ძალიან გამოცდილი საპროექტო ორგანიზაციები, მათ მიერ მომზადებულ პროექტს აუდიტი ჩაუტარეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დამოუკიდებელმა სპეციალისტებმა და მხოლოდ მათი დასტურის შემდეგ დამტკიცდა რიკოთის პროექტი.

„რიკოთის გზის პროექტირებისას, ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტების, მასშტაბური საკვლევაძიებო სამუშაოები. როგორც ყველა მასშტაბურ პროექტს, რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობასა და პროექტირებას, წინ უძღვოდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ეს დოკუმენტი მოიაზრებდა ალტერნატიული მარშრუტების მულტიფუნქციურ შედარებას და მათ საფუძველზე საუკეთესო ალტერნატივის შერჩევას. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მომზადდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საერთაშორისო კორეული საკონსულტაციო კომპანიის მიერ. მსოფლიო ბანკი პროცესში აქტიურად იყო ჩართული. ჩატარდა 5 ალტერნატიული ვარიანტის მრავალფუნქციური შედარება: ტექნიკური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, სოციალური, ხარჯთსარგებლობის, საგზაო უსაფრთხოების და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით. თითოეულ კრიტერიუმს, თითოეულ ალტერნატივას, ენიჭებოდა შესაბამისი ქულა და დაჯამების შედეგად, გამოვლინდა საუკეთესო ალტერნატივა, როგორც საუკეთესო მიმართულება. ამ კვლევების ჩატარების გარეშე, არც ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ დააფინანსებდა არც პროექტირების და არც სამშენებლო სამუშაოებს“, -აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დეტალური სამშენებლო პროექტის ეტაპზე, 52 კმ-იანი მონაკვეთის პროექტირებისას, ჩატარდა მასშტაბური და კომპლექსური საველე საკვლევი სამუშაოები: ტოპოგრაფიული, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და გეომორფოლოგიური. შედგა რელიეფის ციფრული მოდელი, რისთვისაც გაკეთდა აერო-ფოტოგადაღებები, გადაღება ლიდარის მეშვეობით, სკანირება და 3D მოდელის შედგენა. პროექტირებისას, შესწავლილი იქნა წყალშემკრები აუზები, მიწისქვეშა წყლები და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მიღებული იქნა კონსტრუქციული გადაწყვეტები.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის