მინისტრი - რიკოთის მონაკვეთის პროექტირებისას ჩატარდა მასშტაბური გეოლოგიური სამუშაოები - გაკეთდა 6100 მ-ზე მეტი საერთო სიგრძის 300-მდე  ჭაბურღილი

მხოლოდ რიკოთის მონაკვეთის პროექტირებისას, გაკეთდა 6100 მ-ზე მეტი საერთო სიგრძის 300-მდე ჭაბურღილი; სპეციალურად გეოლოგიური კვლევებისთვის, ტექნიკის კონკრეტულ ლოკაციებამდე მისვლისა და გეოლოგიური კვლევების წარმოებისათვის, ჯერ კიდევ პროექტირების ეტაპზე, გაიჭრა 3 კმ-მდე სამთო გზა და ჩატარდა სრული სპექტრის ლაბორატორიული კვლევები. რიკოთის გზის 52 კმ-იან მონაკვეთზე გეოლოგიური სამუშაოები 9 თვე მიმდინარეობდა. ქანების აგებულების და მათი ფიზიკო-მექანიკური მახასიათებლების დასადგენად, ჩატარდა გეოფიზიკური კვლევებიც, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რიკოთის პროექტში არსებობს გარემოს დაცვის მიმართულების უწყვეტი მექანიზმი, პროექტის დაწყებიდან დღემდე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის ოთხივე მონაკვეთზე მომზადებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, (ე.წ. გზშ). გზშ-ები მომზადებულია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნების შესაბამისად. ოთხივე მონაკვეთის გზშ-ს ჩაუტარდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაქირავებული კონსულტანტების აუდიტი. შემდეგ კი, დამტკიცდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. რიკოთის პროექტში გარემოსდაცვითი მიმართულების 23 ექსპერტია ჩართული, რომლებიც არიან კონტრაქტორების და საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიის გარემოს დაცვის სპეციალისტები, დეპარტამენტისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დამოუკიდებელი გარემოს დაცვის კონსულტანტები და სპეციალისტები.

„საინჟინრო ტექნიკური გადაწყვეტები დამუშავდა საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, საქართველოში მოქმედი „სეისმომედეგი მშენებლობის ტექნიკური რეგლამენტის“ გათვალისწინებით. პროექტირების დროს კონსტრუქციული და ფერდების მდგრადობის გაანგარიშებები გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი მარაგით. აღნიშნული გაანგარიშებები აკმაყოფილებს, როგორც „აშტოს“ სეისმომედეგ პროექტირების სტანდარტს, ასევე, „ევროკოდი 7“-ს და „ევროკოდი 8“-ს, რომელიც ეხება გეოტექნიკურ და სეისმომედეგ გაანგარიშებებს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა
„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს