გუდაურსა და ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისა (FIS) და Infront Sports & Media-ს წარმომადგენლები ეწვივნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ორგანიზებით, გუდაურსა და ბაკურიანს, 2023-2024 წლის მსოფლიო თასების გასამართ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისა (FIS) და Infront Sports & Media-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ. ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, FIS-ის დელეგატებმა კურორტებზე ინფრასტრუქტურისა და საშეჯიბრო ტრასების მიმართულებით გეგმური ინსპექტირება განახორციელეს, ხოლო Infront Sports & Media-ს წარმომადგენლებმა ლოკაციები განსაზღვრეს, საიდანაც სხვადასხვა მედია პლატფორმაზე პირდაპირი ტრანსლირება უნდა მოხდეს.

„ჩამოვედით გუდაურში, რათა მსოფლიო თასის ჩემპიონატისთვის ინსპექტირება ჩავატაროთ. ჩვენ ვიხილეთ არაჩვეულებრივი მთა, კარგი ბუნებრივი მახასიათებლებით. ძალიან მოტივირებული გუნდი დაგვხვდა, იმისთვის რომ მსოფლიო თასები კარგად ჩავატაროთ. მოუთმენლად ველოდები, როდის დავბრუნდები გუდაურში, რათა ვიმუშაო ამ არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად“,- განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) დელეგატმა, ნიკოლა ვოდრუმ.

„ეს ინფრონტის პირველი ვიზიტია გუდაურში, რათა ადგილები შევარჩიოთ. გარემო არაჩვეულებრივია, მოხარული ვარ აქ ყოფნით. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან, „ემ თი ეისთან“ და "ჯი ეს ეფთან" ერთად. მოვიძიებთ არეალებს, თუ სად შეიძლება, დავაყენოთ კამერები, იმისთვის რომ მზად ვიყოთ თებერვლისთვის“, - განაცხადა დიეგო ფავიერცანიმა, Infront Sports & Media-ს აღმასრულებელი პროდიუსერმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველომ ბაკურიანი 2023-ის მსოფლიო ჩემპიონატს წარმატებით უმასპინძლა, სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილებით, გუდაური და ბაკურიანი, საერთაშორისო დონის, მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. 2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში მოგულსისა და სქი ქროსის, ხოლო გუდაურში სნოუბორდ ქროსის დისციპლინებში ჩატარდება.

“2023- 2024 წლის ზამთრის სეზონი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საერთაშორისო ღონისძიების მიმართულებით დატვირთულია კალენდარი, როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში. ინსპექტირების მიზნით, საერთაშორისო დელეგატები იმყოფებიან, რათა ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოები შეაფასონ. მათი შეფასებები ძალიან პოზიტიურია, შესაბამისად დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გუნდი მსოფლიო თასის ეტაპებსაც ღირსეულად უმასპინძლებს“,- განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა