საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მიმდინარე მზის ელექტროსადგურის მშენებლობა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა დაათვალიერა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრის, „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მიმდინარე მშენებლობა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებიო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მატუ ბუოვსკმამ დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლენა შატაკიშვილი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში ვახტანგ გვიშიანი, პროფესორები - გიორგი გიგინეიშვილი და ევტიხი მაჭავარიანი. ასევე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი ზუზანა პალოშოვა, SlovakAid-ის ფინანსური მენეჯერები საბინა ბურეშოვა და ანა-მარია ბენკოვა, სლოვაკეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ჯუმა ჰაიდარი, ELVOSOLAR-ის გაყიდვების დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი რადოვან ანჩიჩი.

საქართველოს ტექნიკურ უნივესიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თქმით, სტუ-ის სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრის, „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე სლოვაკეთის მთავრობის გრანტით მიმდინარეობს 20 კვტ მზის ელექტროსადგურის მშენებლობა და ასევე, არაპირდაპირი გათბობის ციკლით და კონტროლის სისტემით, 1000 ლიტრი ცხელი წყლის ტევადობით, თერმული მზის სისტემის მონტაჟი.

„21-ე საუკუნეში შეუძლებელია პროგრესი არსებობდეს ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მიღების გარეშე. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ თანამედროვე თბური და ფოტოელექტრული სადგურები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, საიმედოობით, უახლეს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობით და გრძელვადიანი ექსპლუატაციის ვადით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოწვევებს სათანადოდ პასუხობს, რისი ერთ-ერთი დასტური „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მიმდინარე მშენებლობაა, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო და მას ახორციელებს Viessmann-ის ფირმა, რომელიც არის გათბობის/გაგრილების სისტემების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი მსოფლიოში. პროექტის ფარგლებში ანალიზხელსაწყოში მოეწყობა ლაბორატორია და ტრეინინგცენტრი, სადაც მოწვეული იქნებიან ადგილობრივი და სლოვაკეთის წამყვანი სპეციალისტები, რათა მათ მოამზადონ და გადაამზადონ განახლებადი ენერგიის სფეროში მომუშავე პერსონალი. ასევე ეს იქნება ჩვენი მოკლევადიანი პროფესიული პროგრამების მსენელებისათვის ახალი შესაძლებლობა ადგილზე შეისწავლონ და გაეცნონ განახლებად ენერგიებში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები. ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი განახლებადი ენერგიების ათვისების გზაზე საქართველოში“, - აცხადებს ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის - სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრის, „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მიმდინარე მშენებლობა 2024 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო