„პეისერას“ თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი - ჩვენ ვქმნით შესაძლებლობას უზარმაზარი ევროპული ბაზრიდან თანხა მივიღოთ და გადავრიცხოთ ბევრად უფრო მარტივად და სწრაფად

„ჩვენ ვქმნით შესაძლებლობას უზარმაზარი ევროპული ბაზრიდან თანხა მივიღოთ და გადავრიცხოთ ბევრად უფრო მარტივად და სწრაფად“, - ასე განმარტა „პეისერა ბანკი საქართველოს“ როლი და უპირატესობა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ „პეისერას“ თანადამფუძნებელმა და გამგეობის წევრმა აუდრიუს ლუჩიუნასმა.

ლუჩიუნასმა ასევე დეტალურად ისაუბრა იმ ბენეფიტებზე, რომელსაც ,,პეისერა ბანკი საქართველო" მეწარმეებს, ფრილანსერებს, Arbanb-ის პლატფორმაზე ბინის გამქირავებლებს ექსკლუზიურად სთავაზობს.

„პეისერა ბანკ საქართველოს" საშუალებით ადგილობრივ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა განახორციელონ ტრანსფერები ევროში მისაღები ტარიფებით და თანხის ასახვა მოხდეს მყისიერად. ეს წარმოშობს ახალ შესაძლებლობებს.

რომ ჩამოვთავლოთ ის სეგმენტები, რომელიც ჩვენი ბანკის მეშველობით მიიღებენ შესაძლებლობებს, - საქართველოში ტურისტული ბაზარი მზარდია და ყოველწლიურად მეტი ტურისტი ჩამოდის. მათი საკმაოდ დიდი ნაწილი იყენებს Arbanb-ს საერთაშორისო პლატფორმას. ხშირად რთულდება ევროპიდან გადახდილი თანხის მიღება, ,,პეისერა საქართველოს" კი, შეუძლია გადაჭრას ეს პრობლემები ძალიან მარტივი და სწრაფი საშუალებებით. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს თანხის მიღება შეუძლიათ ევროში და ამ თანხის გატანა 500 ევრომდე ,,პეისერა ბანკი საქართველოთი" საკომისიოს გარეშე ხდება.

ასევე, ძალიან მარტივი და მოსახერხებელია ჩვენი ბანკი ფრილანსერებისთვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და მუშაობენ ევროპულ კომპანიებში. მათთვის მარტივდება გადასახადების გადახდა და ხელფასის მიღება.

მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა კომპანიებისთვის, რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას მათთვის პროდუქციის წარმოება იწყება თანხის მიღების შემდეგ, რა პროცესსაც მოქნილს და კომფორტულს ვხდით. მათ აღარ მოუწევთ, რამდენიმე დღე ლოდინი როდის დაჯდება პარტნიორის მიერ გადმორიცხული თანხა ანგარიშზე. ეს ნიშნავს, რომ წარმოების ჯაჭვი ბევრად უფრო დაჩქარდება.

კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნოთ, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობას უზარმაზარი ევროპული ბაზრიდან თანხა მივიღოთ და გადავრიცხოთ ბევრად უფრო მარტივად და სწრაფად" - განაცხადა აუდრიუს ლუჩიუნასმა ,,მონეტიზაციაში".

მისი თქმით, დღეს ქართულ ბაზარზე „პეისერა საქართველო“ მომხმარებელს ექსკლუზიურ სერვისებს სთავაზობს, რისი შეთავაზებაც ამ ეტაპზე სხვა ბანკებს არ შეუძლიათ. ამ ბენეფიტით სარგებლობა კი, როგორც ბიზნესს, ასევე კერძო პირებს შეუძლიათ.

"რაც შეეხება განვითარების პერსპექტივას საქართველოს ჭრილში, „პეისერა ბანკი“ არის საქართველოს დამაკავშირებელი გზა ევროპის ბაზარზე. ქართული ბანკები, არ არიან ერთიან ევრო გადახდის სისტემაში (SEPA) ჩართული, „პეისერა საქართველომ" კი ეს მოახერხა და სწორედ ეს არის ჩვენი უპირატესობა, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ. ჩვენი ბანკით, გადახდების განხორციელება ევროპის ქვეყნებში რამდენიმე წამში ხდება. ამით შეუძლიათ ისარგებლონ, როგორც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა“, - განაცხადა აუდრიუს ლუჩიუნასმა „მონეტიზაციაში“.

შეგახსენებთ, აუდრიუს ლუჩიუნასი გასულ კვირას, საქართველოში მთავარ ეკონომიკური მოვლენის, აბრეშუმის გზის ფორუმის საპატიო სტუმარი იყო და პირველივე დღეს, პირველ პანელზე ციფრულ ფინანსურ ინფრასტრუქტურაში ბლოკჩეინის როლზე ისაუბრა.

ინფორმაციისთვის, SEPA - Single Euro Payment Area არის ერთიანი ევრო გადახდის სისტემა, რომელიც ევროპის მასშტაბით ევროს ელექტრონული გადახდების პროცესის ჰარმონიზებას ახდენს. საქართველომ SEPA-ს წევრობაზე განაცხადი გასული წლის დეკემბერში შეიტანა. იქამდე კი, სანამ ქვეყანა ერთიანი ევრო გადახდის სისტემის სრულუფლებიანი წევრი გადება, მომხმარებელს sepa და sepa instant-ით სარგებლობა ექსკლუზიურად ,,პეისერა ბანკი საქართველოს" საშუალებით შეუძლიათ, რომელიც ქართული ბაზრის პირველი ციფრული ბანკია.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა