შარდის ბუშტის სიმსივნის დიაგნოზის მქონე პაციენტის ისტორია: შარდის ბუშტის ამოკვეთა და რეკონსტრუქცია

Acıbadem-ის უროლოგიის დეპარტამენტს სათანადო სიღრმისეული ცოდნა, გამოცდილება და ყველა საჭირო თანამედროვე ტექნოლოგია გააჩნია, რაც აუცილებელია უროლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ. Acıbadem-ის უროლოგთა გუნდი ერთ-ერთი პირველთაგანია, რომლებმაც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებითა მინიმალური ინვაზიური მეთოდებით დაიწყეს პროსტატის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის, ავთვისებიანი სიმსივნეებისა და ჰიპერვოლემიის, ასევე სხვა უროლოგიური დარღვევების მკურნალობა.

შარდის ბუშტის ფუნქციას შარდის დაგროვება წარმოადგენს. შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი ისმება, როდესაც შარდის ბუშტის კედლები ცვლილებას განიცდის და უკონტროლოდ იზრდება. ავთვისებიან სიმსივნეებს შორის შარდის ბუშტის სიმსივნე, გავრცელების სიხშირის მიხედვით, პირველ ხეთეულშია და მამაკაცებში სამჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებში. უშუალოდ მამაკაცებში გავრცელების მიხედვით კი იგი მესამე ადგილზეა, პროსტატის, ფილტვებისა და მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეების შემდეგ. უროლოგიურ სიმსივნეებს შორის ეს დაავადება, სწრაფი პროგრესირების გამო, ყველაზე უფრო მეტი სირთულითაც ხასიათდება. ადრეულ ეტაპზე მისი აღმოჩენა კი პაციენტებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგანაც შემდგომ სტადიებზე სხეულში სხვა ორგანოებზე გავრცელების რისკი უფრო მომატებულია.

შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა

შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე. იმ შემთხვევაში თუ სიმსივნე გავრცელებულია შარდის ბუშტის კუნთოვან შრეებზე, ყველაზე მეტად დამკვიდრებული მიდგომა შარდის ბუშტის სრულად ამოკვეთაა. აღნიშნულ პროცესს რადიკალური ცისტექტომია ეწოდება. შარდის ბუშტის ამოკვეთა ქირურგიული ოპერაციის მხოლოდ პირველი ნაწილია, რადგანაც შემდგომ, აუცილებელია მოიძებნოს მეთოდი ორგანიზმში დაგროვილი შარდის დასაგროვებლად.

გამოსავალს წარმოადგენს ორი მეთოდი: უროსტომია და შარდის ბუშტის რეკონსტრუქცია (neobladder).

  • უროსტომიის შემთხვევაში, შარდის დაგროვება ხდება სპეციალურ საცავში (სტომა), რომელიც მუცლის ღრუსთან სხეულის გარედან არის დაკავშირებული. ბუნებრივია, ასეთ მდგომარეობაში პაციენტის ცხოვრების ხარისხი მნიშნელოვნად დაკლებულია, ვინაიდან აღნიშნული უარყოფითად აისახება მათ სოციალურ ცხოვრებაზე.
  • შარდის ბუშტის რეკონსტრუქცია კი წარმოადგენს ახალი შარდის ბუშტის ფორმირებას, რისთვისაც პაციენტის ნაწლავისგან აღებული ქსოვილი გამოიყენება. ამ შემთხვევაში სტომის დამაგრების საჭიროება აღარ არის და შარდვის პროცესი პაციენტისათვის ჩვეულ რეჟიმშია შესაძლებელი. შარდის ბუშტის რეკონსტრუქციისას გამოიყენება სწორი ნაწლავის გარკვეული ნაწილი, რომელიც ორგანიზმში პაციენტის შარდის ბუშტის ნაცვლად თავსდება და ზედა ნაწილში შარდსადინარს უკავშირდება. შესაბამისად, შარდი მოედინება თირკმელებიდან შარდსადინარის გავლით რეკონსტრუირებულ შარდის ბუშტში, პაციეტისათვის შარდვის ყოველგავრი სირთულის გარეშე.

Acıbadem-ში, ყველა შესაძლო შემთხვევაში სწორედ შარდის ბუშტის რეკონსტრუქციის მეთოდს მივმართავთ და ვინაიდან მსოფლიოში ასეთი პროცედურა მხოლოდ სულ რამდენიმე ცენტრშია დანერგილი, პაციენტების დიდი ნაწილი სწორედ Acıbadem-ს ირჩევს.

მიროსლავის ისტორია

49 წლის მიროსლავი, სერბეთიდან ერთ-ერთი ის პაციენტია რომელმაც ასეთი არჩევანი გააკეთა. „სამი თვის წინ, სასქესო ორგანოში ტკივილის შეგრძნება დამეწყო, რამდენიმე დღეში კი შარდში სისხლი შევნიშნე. რადგანაც ეს აშკარად მიანიშნებდა, რომ შესაძლოა რაიმე სერიოზული პრობლემა მქონოდა, ბელგრადში უროლოგთან კონსულტაციაზე მივედი. მან შარდის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკლევის შედეგად ისეთი დაზიანებები აღმოაჩინა, რაც შესაძლოა შარდის ბუშტის სიმსივნეზე მიმანიშნებელი ყოფილიყო. საბოლოოდ, დიაგნოზის დასადასტურებლად ბიოფსია დამენიშნა, რამაც ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა დაადასტურა, ამიტომაც შეშინებული და დაბნეული ვიყავი,“ გვიამბობს მიროსლავი.

პაციენტმა, ბელგრადში და ზაგრებში რამდენიმე ექიმთან კონსულტაცია გაიარა, შემდეგ კი შემთხვევით ინსტაგრამზე წააწყდა განცხადებას, თურქეთში, Acıbadem-ის საავადმყოფოში მოღვაწე, უროლოგიის პროფესორი მუსტაფა სოფიკერიმის კონსულტაციების შესახებ, რომელსაც იგი ბელგრადში Acıbadem Bel Medic-ის ამბულტორიულ კლინიკაში მართავდა. მიროსლავმა სასწრაფოდ შეავსო განაცხადი და პროფესორ სოფიკერიმთან კონსულტაციაზე ჩაეწერა. საუბარში მან აღნიშნა: პროფესორ მუსტაფა სოფიკერიმთან პირადად შეხვედრის, მასთან ჩემი დაავადებისა და მკურნალობის შესახებ საუბრის შემდეგ თითქმის უკვე მაშინვე გადაწყვეტილი მქონდა Acıbadem-ის სააავადმყოფში სტამბოლში სამკურნალოდ გამგზავრება“.

საბოლოო ჯამში, მიროსლავმა მკურნალობა Acıbadem-ის საავადმყოფოში დაიწყო. მას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია სიმსივნისა და შარდის ბუშტის ამოსაკვეთად. რის შემდეგაც, პაციენტის სწორი ნაწლავიდან აღებული ქსოვილის გამოყენებით შარდის ბუშტის რეკონსტრუქციის ოპერაცია ჩაუტარდა. უროლოგიის პროფესორი მუსტაფა სოფიკერიმი აღნიშნავს: მიროსლავი, ჩვენთან სამკურნალოდ, შარდის ბუშტის სკვამოზური უჯერედების სიმსივნის დიაგნოზით მოვიდა. მას რადიკალური ცისტექტომიური ოპერაცია ჩავუტარეთ, რომლის შემდეგაც მოვახდინეთ შარდის ბუშტის რეკონსტრუქცია. მთლიანი პროცესი დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და შემდგომი პროცესიც გართულებების გარეშე მიმდინარეობდა. ქიმიოთერაპია ან რადიოთერაპია მისთვის არ დაგვინიშნია, ვინაიდან მის შემთხვევაში არსებული სიმსივნის ტიპიდან გამომდიანრე საუკეთესო სამკურნალო მეთოდი სწორედ ცისტექტომიაა, ხოლო შარდის ბუშტის ამოკევთის შემდგომ სხვა ქმედება აუცილებელი აღარ არის.’’

ოპერაციიდან 10 დღის შემდეგ, მიროსლავი საავადმყოფოდან ისეთივე ჯანმრთელი გაეწერა, როგორიც სიმსივნის დიაგზამდე იყო. მიროსლავის თქმით: ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მიხარია რადგანაც სოცოცხლეს ვაგრძელებ, თავს ძლიერად და ჯანსაღად ვგრძნობ. სიარული, საკვების მირთმევა შემიძლია და ყველაფერი კარგადაა. ყველას მადლობას ვუხდი. Acıbadem-ის მადლობელი ვარ. ვფიქრობ, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი იყო. ცხოვრებას სიმსივნის გარეშე ვაგრძელებ.’’

Acıbadem-ი ერთ-ერთია მსოფლიოში არსებული იმ რამდენიმე მრავალფუნქციური სარძევე ჯირკვლის კიბოს ცენტრიდან, რომლებიც პაციენტებს სარძვე ჯირკვლის კიბოს რთული შემთხვევების მკურნალობას სთავაზობს. მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მიმართოთ Acıbadem-ის საინფორმაციო ოფისებს. კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით დღესვე: +90 216 544 46 64.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცენდენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500

ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000

ჯანმრთელობას გისურვებთ!

(R)

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა