ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის პროექტი ყოველ წელს გადის ფინანსურ აუდიტს დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანიების მიერ

პროცედურებით მკაცრად განსაზღვრულია დისკვალიფიკაციის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც არცერთ გამარჯვებულ კომპანიასთან მიმართებაში, არ არსებობდა არცერთი დადგენილი დისკვალიფიკაციის კრიტერიუმი. მათ შორის, თავად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ შედგენილი სანქცირებული კომპანიების სიის მიხედვით. შესაბამისად, გამარჯვებული კომპანიების დისკვალიფიკაციისთვის ჩვენ არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნდა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში რიკოთის პროექტის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა განმარტა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სატენდერო პროცედურების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულება, რომელიც როგორც კონტრაქტორისათვის, ასევე დამკვეთისთვის ცალსახად განმარტავს მათ ვალდებულებებს, უფლებებს, სანქციებს და ა.შ.

FIDIC-ს ხელშეკრულება არის საერთაშორისო ხელშეკრულების სახეობა, რომელიც 1913 წელს ჟენევაში დაფუძნებული და მოქმედი საერთაშორისო ინჟინერთა ასოციაციის მიერ არის შედგენილი და წარმოადგენს სატენდერო პროცესის განუყოფელ ნაწილს. სწორედ ამ ხელშეკრულებით რეგულირდება ყველა შემდგომი ურთიერთობა კონტრაქტორსა და დამკვეთს შორის.

ამ ხელშეკრულების მიხედვით, განსაზღვრულია ვალდებულებები და კომპეტენციები საზედამხედველო კომპანიებისთვისაც, რომლებიც უზრუნველყოფენ მშენებლობისა და მასალების ხარისხის, უსაფრთხოების, გარემოს და მრავალი სხვა მიმართულებების მართვას. სწორედ ამ პროცესების ერთობლიობების პირობებში ხდება აღნიშნული პროექტების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც, უწყვეტ რეჟიმში ჩართულნი არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც, როგორც ადგილზე მყოფი სპეციალისტებისა და თანამშრომლების, ასევე, მათ მიერ ორგანიზებული მისიების მეშვეობით - როგორც ველზე, ისე პროექტის დოკუმენტური ზედამხედველობით.

მთელი რიგი სავალდებულო ღონისძიებები განსაზღვრულია სასესხო ხელშეკრულებითაც. ამ ნაწილში არსებობს ფინანსური აუდიტის ვალდებულება, რომელიც ჩატარებულია ყველა მონაკვეთთან მიმართებაში.

„რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის აუდიტი თავიდანვე დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტის განხორციელება დაიწყო მხოლოდ აუდიტის დადებითი დასკვნის შემდეგ. ამასთან, თავად საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ყველა პროექტი, მათ შორის, რიკოთის პროექტიც, ყოველ წელს გადის ფინანსურ აუდიტს დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანიების მიერ. აუდიტი ტარდება პროექტის განხორციელების სრული პერიოდის განმავლობაში, რაც ეგზავნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და არის საჯარო.

რაც შეეხება სამუშაოს მიღებასა და ანაზღაურებას, სწორედ FIDIC-ის ხელშეკრულების მიხედვით აღიარებულია საზედამხედველო კომპანია, რომლის კომპეტენცია და ვალდებულებაც არის ყველა სამუშაოს მიღება, დადასტურება და მხოლოდ ამ პროცესის შემდეგ ხდება ანაზღაურება. დადასტურებული დოკუმენტაცია იგზავნება საავტომობილო გზების დეპარტამენტში. დეპარტამენტის მიერ გადამოწმებული დოკუმენტაცია მიეწოდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს - დონორს, რომელიც თავად ახორციელებს ანაზღაურების პროცედურებს. შესაბამისად, ყველა ის სამუშაო, რომელიც გაწეულია და არ არის დადასტურებული ზედამხედველის მიერ, არ ანაზღაურდება, ვიდრე არ გამოსწორდება. ამ პრინციპების დაცვით ხორციელდება რიკოთის პროექტი“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის