ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის მაგისტრალზე სრულად არის დაცული საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტი - რიკოთი ეს არის მშენებლობა საგზაო სფეროში, რომლის ანალოგი ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია

რიკოთის მაგისტრალზე სრულად არის დაცული საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტი - რიკოთი ეს არის მშენებლობა საგზაო სფეროში, რომლის ანალოგი ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია, რაც თავის მხრივ გამოწვევა იყო, თუმცა ჩვენ ამ გამოწვევის წარმატებული დაძლევის შედეგი 27 კმ-იანი დასრულებული ნაწილით ვიხილეთ, - აღნიშნული განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების „ევროოპტიმისტების“ კითხვებს უპასუხა.

მინისტრის ინფორმაციით, სამუშაოები გეგმის შესაბამისად გრძელდება და 2024 წლის ბოლომდე რიკოთი მთლიანად გაიხსნება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რიკოთის 52 კმ-იანი მონაკვეთი არის აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო (E60) და (E70) მაგისტრალური გზის ყველაზე გამომწვევი და რთული მონაკვეთი რელიეფისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, რომლის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის, უსაფრთხოების ხარისხისა და განვითარების გეგმაზე სახელმწიფომ მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

„გაიხსნა რიკოთის 27 კმ-იანი მონაკვეთი. ამ მასშტაბის სამუშაოები, ასე ერთიანად, ფაქტობრივად, არ განხორციელებულა. ეს არის ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობა ევროკავშირთან, რომელიც სწორედ ასეთი მასშტაბური პროექტებით არის შესაძლებელი.

აღნიშნული მაგისტრალი დაყოფილია 4 მონაკვეთად, რომელიც 51 გვირაბის და 97 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს.

აღნიშნული 4 მონაკვეთიდან გავხსენით 27 კმ-იანი მონაკვეთი ხევიდან შორაპნამდე, რომელიც 38 გვირაბისა და 65 ხიდისგან შედგება. მთლიანობაში, ყველაზე გრძელი ხიდი საქართველოში სწორედ ამ მონაკვეთზეა, რომლის სიგრძე 1 362 მ-ია ხოლო, ყველაზე გრძელი გვირაბი კი 1 640-მ-იანია. ჯამურად, მხოლოდ ამ მონაკვეთზე, გვირაბების სიგრძე შეადგენს 23 კმ-ს ხოლო ხიდების სიგრძე კი 14 კმ-ს. ხელოვნური ნაგებობების რაოდენობა და მათი სიგრძე მეტყველებს იმაზე, რომ ვსაუბრობთ ამ მონაკვეთის რელიეფურად ყველაზე რთულ მონაკვეთზე. სწორედ ასეთი საინჟინრო გადაწყვეტილებებით და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის შედეგად, მოხერხდა იმ ძირითადი სარგებელის მიღება, რასაც 8 კმ-ით მანძილის დამოკლება და აღნიშნული გზის 45 წთ-ის ნაცვლად, 20 წთ-ში გავლა.

მთლიანობაში, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ მონაკვეთზე. 51 გვირაბიდან 48 არის უკვე გაჭრილი. 97-დან 83 ხიდი არის აშენებული. ბუნებრივია, დანარჩენ ხიდებზე და გვირაბებზე სამუშაოები გრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე.

რაც შეეხება 149-ე კმ-ს, მინისტრის თქმით, აქ აღმოჩენილი იქნა ნაპრალები, რომელზეც დაკვირვების შედეგად, ის შეფასდა როგორც მომეტებულ საფრთხედ, შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ რიკოთი დაკეტილიყო.

„მყისიერად დავიწყეთ გზის გაფართოება. ამის ხარჯზე არსებული დამაგროვებელი ბუფერი 3-ჯერ გაიზარდა, აღიმართა კედელი და დაწესდა შესაბამისი სპეციალური რეჟიმი, რომლის პირობებშიც სწრაფი რეაგირების შესაძლებლობა გვექნებოდა იმდაგვარად, რომ დაწესებული 24-სთ-იანი ვიზუალური მონიტორინგის პირობებში, საჭიროების შემთხვევაში, მოხდებოდა რეაგირება. ეს რეჟიმი უზრუნველყოფდა იმას, რომ ერთდროულად ერთ წერტილში ნაკადები ყოფილიყო რეგულირებული. ღონისძიებები გრძელდება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ რიკოთზე ნებისმიერი შეზღუდვა მოვხსნათ, მიმდინარე სამუშაოების პარალელურად“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

დეპუტატების მიერ დასმული ერთ-ერთი შეკითხვა ასევე უკავშირდებოდა სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელი ხიდის დაზიანებას. როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნულ 800-მ-იან ხიდს დაუზიანდა მე-8 ბურჯი, რომელმაც 2 მალის ჩამოშლა გამოიწვია. „ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტიზა, რომელსაც ატარებს სამხარაულის ბიურო. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ჩვენ შევიმუშავებთ შესაბამის საინჟინრო გადაწყვეტას იმისა, თუ როგორ უნდა აღდგეს აღნიშნული ხიდი. ამავდროულად, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ამ მიმართულებითაც, შესაბამისი შეფასებები იქნება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა