შემოდგომის ლეგენდა 2023 - იმპროვიზაციული ტური წინანდლის მამულში დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა 2023“-ის იმპროვიზაციული ტური კახეთში, წინანდლის მამულში დაიწყო. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, იმპროვიზაციულ ტურში მონაწილეობს პირველი ტურის შედეგად გამოვლენილი 9 ფინალისტი და ლეგენდის ქვეპროექტის - შემოქმედებითი მასტერკლასის „წერის არქიტექტურის“ კონკურსის გამარჯვებული.

„ფინალისტები ლიტერატურული ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე „24/7“-ზე, თორმეტი საათის განმავლობაში ახალ ნაშრომებს შექმნიან. კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემია 1000, 700 და 500 ლარის ოდენობით, კონკურსის ჯილდო და კონკურსის პარტნიორის - კომპანია „გალფის“ სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

წელს ლეგენდის ჟიური 7 წევრისგან შედგება. მათ შორის არის სამი მუდმივი წევრი, მწერლები: დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი და მაკა ლდოკონენი. ასევე, ჟიურის წევრია კომპანია გალფის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯიბლაძე, მოწვეული წევრები ივა ფეზუაშვილი და დავით ქართველიშვილი, რომელიც ლეგენდის ჟიურის 15 წლის თავზე კვლავ შემოუერთდა და პირველი წლის მსგავსად ისევ ჟიურის შემადგენლობაშია; ჟიურის წევრია ასევე შარშანდელი გამარჯვებული თაკო წულაია, რომელიც ლეგენდის ტრადიციას აგრძელებს და გამარჯვების შემდეგ ჟიურის მუშაობას უერთდება.

ლეგენდა 2023-ში მონაწილება საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის 255 სტუდენტმა მიიღო, რომლიდანაც შიდა შესარჩევმა ჟიურიმ ათი საუკეთესო ნაშრომი გამოვლინა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია „გალფის“ ერთობლივი პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვინც ქმნის პროზაულ ნაშრომებს, სურთ მიიღოს ლიტერატურული გამოცდილება, გაიცნონ სფეროს წარმომადგენლები და გააცნონ თავისი ნაშრომი საქართველოს. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ.

ლეგენდა 2023-ის გამარჯვებულები ნოემბრის ბოლოს გამოვლინდებიან. იმპროვიზაციულ ტურზე შექმნილი ნაშრომები კი, ტრადიციულ, ყოველწლიურ ბროშურაში დაიბეჭდება, რომელიც კონკურსის დაჯილდოებაზე მოსულ ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცემა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა