ირაკლი ქარსელაძე - ხარვეზების შესწორება ხდება კონტრაქტორის ხარჯით, შესაბამისად, იმაზე საუბარი რომ ერთი და იგივე სამუშაო ორჯერ კეთდება და ხარჯიც ორმაგდება, არის უსაფუძვლო

რაც შეეხება რიკოთზე გადაადგილების რეჟიმს, რომელიც აპრილიდან მოქმედებდა - მნიშნელოვანია აღვნიშნოთ, რომ 149-ე კილომეტრზე არასდროს განვითარებულა მეწყერი. არსებული გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი იქნა პოტენციური მეწყრის კერა, რომელიც სპეციალისტების მიერ შეფასდა მომეტებულ საფრხედ, გზა მყისიერად ჩაიკეტა, გატარდა რისკის შემამცირებელი კონკრეტული ღონისძიებები, დაწედა სპეციალური რეჟიმი. ამ ღონისძიებების ერთობლიობა და 24 საათიანი მონიტორინგი, მეწყრული პროცესების შესაძლო განვითარების პირობებში, საშუალებას მოგვცემდა გვქონოდა დაუყოვნებელი რეაგირება და ნებისმიერი ტიპის საფრთხე ყოფილიყო თავიდან აცილებული, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა განმარტა, რომ ამ მონაკვეთზე, რეჟიმის ამოქმედების პარალელურად, დაიწყო საკვლევო, საძიებო და შემდეგ უკვე საპროექტო ღონისძიებები. დღევანდელი მდგომარეობით, პროექტი დასრულებულია და იგეგმება სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება, რათა გატარდეს საჭირო ღონისძიებები და აღნიშნული მონაკვეთი იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო. ამ დროისათვის, დაწესებული რეჟიმი მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილებისათვის მთლიანად არის მოხსნილი, ხოლო სატვირთო ავტომობილებისთვის გაიზარდა გადაადგილების პერიოდი. გარკვეული ღონისძიებების მიმდინარეობის პარალელურად, ნოემბერში რეჟიმის მოხსნა სატვირთო ტრანსპორტისთვისაც იგეგმება.

„უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ფერდის სამუშაოების მიმდინარეობისას, ჩამოიშალა მიწა კონკრეტულ უბანზე, რამაც დააზიანა დაუსრულებელი ბეტონის კონსტრუქცია. დაზიანებული კონსტრუქცია 3 თვეზე მეტია რაც სრულად აღდგენილია კონტრაქტორის ხარჯით, ანუ აღდგენის სამუშაოში დამატებითი ხარჯი სახელმწიფოს არ გაუღია. ასეთივე შემთხვევა იყო ერთ-ერთ მონაკვეთზე ამოყვანილ სვეტთან მიმართებით, რომელიც ზედამხედველის შეფასებით ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, შესაბამისად მოხდა მისი დემონტაჟი. ახალი სვეტი, რომელიც შეესაბამება მოთხოვნებს, უკვე აშენებულია სრულად კონტრაქტორის ხარჯით. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ერთი და იმავე სამუშაო ორჯერ კეთდება და ხარჯიც ორმაგდება, არის სრულიად უსაფუძვლო“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი სამუშაოს ანაზღაურება ხდება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისა და დადასტურების შემდეგ. ამასთან, ნებისმიერი შესაძლო ხარვეზის გამოვლენის პირობებში, სამუშაოს დასრულების შემდგომ ხარვეზის გამოსწორების ვალდებულებაც კონტრაქტორისათვის ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა