50-მდე სოციალური საწარმო ერთ სივრცეში - „თეგეტა გრინ პლანეტი“ B2B გამოფენის ოქროს სპონსორი იყო

50-მდე საწარმო და 300 სტუმარი - სოციალური საწარმოების B2B გამოფენა საქართველოში უკვე მეოთხედ გაიმართა.

როგორც „თეგეტას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიების მიზანი იყო სოციალურ საწარმოებსა და ბიზნესსექტორს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა, პასუხისმგებლობიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა და მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველყოფა.

B2B გამოფენის ოქროს სპონსორი და მწვანე საწარმოების წარმდგენი „თეგეტა გრინ პლანეტი“ იყო. ორგანიზაცია „თეგეტა ჰოლდინგის“ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში შეიქმნა და გარემოზე ზრუნვის იდეით საქმიანობს. ღონისძიების მონაწილეებს „თეგეტა გრინ პლანეტის“ სტრატეგიული პრიორიტეტები და მიზნები ორგანიზაციის დირექტორმა, შალვა ახვლედიანმა გააცნო.

„გარემოსა და საზოგადოებაზე ზრუნვა „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებებია. სოციალური და მწვანე მეწარმეების საქმიანობა კი სწორედ მწვანე მომავალზე ორიენტირებული და საზოგადოებისთვის მდგრადი ცვლილებების მომტანია. ჩვენთვის საამაყოა, რომ ახლახან თეგეტამ მიიღო კორპორაციული მდგრადობის ჯილდოები სწორედ სოციალური საწარმოების გაძლიერებისა და გარემოსდაცვით პროექტებში.

ჩვენ, როგორც „თეგეტას“ შვილობილი კომპანია, თანამოაზრეების გაძლიერების გზით, ვცდილობთ, მეტი დადებითი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენა შევქმნათ ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ბიზნესსექტორის ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ვართ როგორც გამოფენის მხარდამჭერები, ისე B2B შეხვედრების მონაწილეებიც. ეს გამოფენა ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა, გარემოზე მზრუნველმა ორგანიზაციებმა გავიცნოთ ერთმანეთი და ერთად მოვძებნოთ პლანეტასა და საზოგადოებაზე ზრუნვის საკითხებში საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ბიზნესგადაწყვეტები,“- განაცხადა „თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა შალვა ახვლედიანმა.

„თეგეტა გრინ პლანეტი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მსგავსი ფასეულობების მქონე თანამოაზრეების მხარდაჭერის გზით, ცდილობს, ქვეყანაში მეტი დადებითი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენა უზრუნველყოს. სოციალური საწარმოების B2B გამოფენის პარტნიორობის მიზანი სწორედ სოციალური საწარმოების გაძლიერება და მწვანე მომავალზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა იყო.

„სოციალური საწარმოების B2B გამოფენა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთ სივრცეში გასცნობოდნენ მოწინავე ქართული 50-მდე სოციალური და მწვანე საწარმოს მრავალფეროვან პროდუქციასა და მომსახურებას. Tegeta Green Planet „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა