„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - მონეტარული პოლიტიკის  შედარებით ნაკლები შერბილების მოლოდინი

„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლებას აქვეყნებს.

პუბლიკაციის თანახმად, „ლარის განაკვეთის განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ თემატური პუბლიკაცია „თიბისი კაპიტალმა“ 17 ივლისს გამოაქვეყნა - ბოლო პერიოდში, საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალიდან არაერთი, მონეტარული პოლიტიკის შედარებით უფრო ზომიერ შერბილებაზე მიუთითებს.

„სებ-ის განახლებული მოლოდინებითაც, შერბილების ციკლი გრძელდება, თუმცა უფრო ნაკლები ინტენსივობით.

ამ ვრცელი ჩამონათვალიდან, გასულ კვირას გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, აღსანიშნავია, რომ სექტემბერში, წინა წლის სექტემბრის შემდეგ პირველად, სებ-ის მიერ ვალუტის წმინდა გაყიდვა დაფიქსირდა. ამასთან, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ ადგილი აქვს სავალუტო შემოდინებების სწორედ ნორმალიზებას და არა შემცირებას. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ თიბისის მონაცემებზე დაყრდნობით, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, ისრაელის მოქალაქეების მიერ საქართველოში ტურისტული ხარჯები კვლავ შემცირებულია, თუმცა ოქტომბრის ჯამური ტურისტული შემოდინებები, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მზარდია. ასევე, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, ისრაელიდან გზავნილების კუთხით ჯერჯერობით ნეგატიური ტენდენცია არ იკვეთება. ჯამური გზავნილების მხრივ კი, თიბისი კაპიტალის პუბლიკაციებს მკითხველებს შევახსენებთ, რომ ანალიტიკური მიზნებისათვის, რუსეთიდან გადმორიცხვების მნიშვნელოვანი შესწორებაა საჭირო, რის შემდეგაც, არსებითად უფრო უკეთესი სურათი იკვეთება.

მთლიანობაში, „თიბისი კაპიტალის“ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის განახლებული პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს კვლავ კიდევ ერთი - 0.25%-იანი შერბილებაა მოსალოდნელი. 2024 წლის ბოლოს, საბაზო სცენარი, ნაცვლად ბოლო პროგნოზით გათვალისწინებული 8.25%-სა, სხვადასხვა სცენარის ალბათობების შეწონვით, დაახლოებით 8.6%-ით განისაზღვრება“,- ნათქვამია პუბლიკაციაში.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის