„თიბისის“ მხარდაჭერით ხვალ ტექნოლოგიური ღონისძიება, Agile Summit გაიმართება

„თიბისის“ მხარდაჭერით და Agile mentor-ის ორგანიზებით, 31 ოქტომბერს რესპუბლიკაში ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება. თიბისის“ ინფორმაციით, ღონისძიების მთავარი აქცენტია Heart of Agile — თუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებსა თუ ინდუსტრიებს და არამხოლოდ სოფთვეარ დეველოპმენტს.

„გამომსვლელებს შორის „ეჯაილ მანიფესტოს“ თანაავტორი ალისტერ ქობერნი და ანტონ მარკი, ეჯაილის საერთაშორისო კონსორციუმის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი და ქოუჩი იქნებიან. ადგილობრივ გამოცდილებას მსმენელს გუკა კიტია, თიბისის ეჯაილ მწვრთნელი დ ა ჯგუფის ლიდერი გაუზიარებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ეჯაილს“ ტექნოლოგიურ მიმართულებებში ჩაეყარა საფუძველი, შესაბამისად, ალისტერისა და მარკისთვის სპიკერობა ძალიან ბუნებრივი და ორგანულია. არატექნოლოგიურ მიმართულებებში ეს მიდგომა ახალია და „თიბისი“ ჩვენს ახალ გამოცდილებებს გაგიზიარებთ, თუ როგორ შევძელით პრაქტიკაში დაგვენერგა „ეჯაილ“ მიდგომები ჩვენს სამუშაო პროცესებში არატექნოლოგიური მიმართულებით“, - განაცხადა გუკა კიტიამ.

ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დისტანციურად დაუსვან შეკითხვები „ეჯაილ მანიფესტოს“ თანაავტორს, ჩაერთონ ნეთვორქინგში, გაიცნონ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა ინდუსტრიიდან.

„თიბისისთვის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია „ეჯაილ„ პროცესების და მასზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მხარდაჭერა.

ღონისძიებაზე დამსწრეების მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ ბმულზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება