ღაზადან აშკელონის, აშდოდისა და სხვა ქალაქების მიმართულებით რაკეტები ისროლეს

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაისროლეს, - ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ტელეკომპანიის ჯგუფი სამხრეთ ისრაელში მდებარე ქალაქ აშკელონიდან იუწყება, რომ სულ მცირე ექვსი აფეთქების ხმა გაისმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა ქალაქში სამრეწველო კომპლექსს მოხვდა და ხანძარი გამოიწვია.

რაკეტები ისროლეს ქალაქ აშდოდისა და ღაზასთან საზღვრის მიმდებარედ მდებარე პატარა ქალაქების მიმართულებითაც.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება