ისრაელი, „ჰამასის“ მიერ გატაცებული გერმანიის მოქალაქის, შანი ლუკის გარდაცვალებას ადასტურებს

გერმანიის მოქალაქე შანი ლუკი, რომელიც „ჰამასის“ შეიარაღებულმა პირებმა 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გაიტაცეს და ღაზაში გადაიყვანეს, გარდაცვლილი იპოვეს, - ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გერმანიისა და ისრაელის მოქალაქის, 23 წლის შანი ლუკის ცხედარი ნაპოვნი და იდენტიფიცირებულია“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, შანი ლუკი „ნოვას" მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა, როდესაც 7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრილმა „ჰამასის“ წევრებმა გაიტაცეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში