არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტზე - კრიტიკოსების განცხადებებს ერთადერთი ახსნა აქვს - თითოეულ მათგანს სურს, ხელისუფლების და საზოგადოების მიღწევა საკუთარ თავზე მიიწეროს

კრიტიკოსების განცხადებებს ერთადერთი ახსნა აქვს - თითოეულ მათგანს სურს ხელისუფლების და საზოგადოების მიღწევა მიიწეროს საკუთარ თავზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

თალაკვაძის განცხადებით, ბრალდებების და მსგავსი განცხადებების მიზანი საზოგადოების მოტყუებაა.

„სწორედ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ჩვენი ხელისუფლების მმართველობის წლებში დაუბრუნდა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ჩვენ მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და ახლა ველით კანდიდატის სტატუსს. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამ ისტორიის გადაწერას ცდილობს და ემსახურება, ნებისმიერი ბრალდება, რომელიც ამ ფაქტების შეცვლას ისახავს მიზნად, არის საზოგადოების გაუგებრობაში შეყვანის და საზოგადოების მოტყუების მცდელობა. ამ განცხადებებს, რაც გვესმის ხელისუფლების მისამართით ოპონენტების, კრიტიკოსების და პარტიების მხრიდან, აქვს ერთადერთი ახსნა, რომ საქართველოს აქვს მართლაც მაღალი და რეალური შანსი, მიიღოს სტატუსი და თითოეულ მათგანს სურს ხელისუფლების და საზოგადოების მიღწევა მიიწეროს საკუთარ თავზე, სხვა ახსნა ამას არ აქვს,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია CBS- თან ინტერვიუში, კითხვაზე, არის თუ არა დაინტერესებული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირში გაწევრიანებით, პრეზიდენტი პასუხობს, რომ „ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი მოსახლეობა სვამს, მართლა უნდა თუ მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავს მხარდაჭერას“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება