ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სტომატოლოგიური კლინიკებისთვის 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ახალი სტანდარტები ამოქმედდება, ისინი კი, რომლებიც მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, მუშაობას ვერ გააგრძელებენ

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 2000-მდე სტომატოლოგიური კლინიკა ფუნქციონირებს.

როგორც მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სტომატოლოგიური კლინიკები, რომლებიც გონივრულ ვადებში დაწესებულ ახალ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, მუშაობა არ უნდა გააგრძელონ.

„სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ახალი სტომატოლოგიური კლინიკების შემთხვევაში, ჩვენ უნდა მოგვმართონ. ჩვენი შესაბამისი სამსახური, რეგულირების სააგენტო, ადგილზე მივა, შეამოწმებს ამ კრიტერიუმების მიხედვით, არის თუ არა ინფრასტრუქტურა მოწყობილი, არიან თუ არა შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები, ასევე სხვადასხვა სკრინინგებთან და აცრებთან უნდა იყოს შესაბამისობაში. კლინიკებს ინფექციის კონტროლთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიების გატარება მოუწევთ, რადგან იქ მისული პაციენტი მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს და სრულყოფილად შევთავაზოთ მაღალი ხარისხის მომსახურება. არსებულ კლინიკებს, ამ ორი თვის განმავლობაში, ექნებათ გამოსწორების შესაძლებლობა. დღეს 2000-მდე კლინიკაა რეგისტრირებული. ჩვენი შიდა სტანდარტის მიხედვით, განსაზღვრულია სანებართვო პირობები. ასევე, სხვადასხვა საფასური, თუმცა ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ან მინიმალურია ან საერთოდ არ არის. გონივრულ ვადებში ვინც ვერ შეძლებს ელემენტარული სტანდარტების დაკმაყოფილებას, ვფიქრობ, ასეთმა ვერ უნდა გააგრძელოს მუშაობა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება