ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, როგორ მოხდება ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, როგორ მოხდება ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილება შეეხებათ ონკოლოგიური პაციენტების ქირურგიულ ჩარევებს, რომელიც ამ პროგრამაში არ იყო და დაემატა.

„აგვისტოს თვეში ჩვენ დასაფინანსებელი ონკოლოგიური პაციენტების სიას დავამატეთ 40 ათას ლარზე მეტი შემოსავლებით ადამიანები და მათ სრულად ვუფინანსებთ ამ მომსახურებას. იქ იყო ერთი ნიუანსი ონკოლოგიურ ქირურგიასთან დაკავშირებით, რაც დამატებით შევიყვანეთ. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული ლიმიტის ფარგლებში როგორც სამედიცინო ჩარევის, ასევე მედიკამენტების ნაწილს ვაფინანსებთ. ზოგადად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავს 40 ათას ლარამდე შემოსავლებით ჩვენს მოქალაქეებს, ხოლო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ადამიანების შემთხვევაში გამონაკლისი გავაკეთეთ და ვფარავთ 40 ათასზე მეტი შემოსავლით ადამიანების სხვადასხვა საჭიროებებს. ეს კონკრეტული ცვლილება შეეხებათ მათ ქირურგიულ ჩარევებს, რომელიც ამ პროგრამაში არ იყო და ჩავამატეთ“,-განაცხადა აზარაშვილმა.

მისი თქმით, დაფინანსების ლიმიტი ამ ეტაპზე არ გაზრდილა.

„ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გაცილებით მეტი შესაძლებლობა იქმნება და ჩვენი სურვილია, რომ ეს ლიმიტი საერთოდ მოიხსნას ან საჭიროების მიხედვით, რამდენიც დასჭირდება, იმდენი დავუფინანსოთ, თუმცა, ამ შემთხვევაში, ლიმიტი ისევ რჩება, მაგრამ ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის ხარჯზე საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს“, - განაცხადა აზარაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება