ჯანდაცვის მინისტრი - ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა წარმატებული პროექტია - როგორც კი წარმატებული პროექტი სახეზეა, ბევრი გამოჩნდება ხოლმე, ვისაც ეს არ უხარია და ცდილობს მის დისკრედიტაციას

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით ვერ სარგებლობენ. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა მომართვა დააკმაყოფილა.

„ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დავიწყეთ. სამწუხაროდ, როგორც კი წარმატებული პროექტი სახეზეა, ძალიან ბევრი გამოჩნდება ხოლმე ამ ქვეყანაში, ვისაც ეს არ უხარია და სხვადასხვა გზებით ცდილობენ პროექტის დისკრედიტაციას. ამ დისკრედიტაციის გამო, ჩვენ პასუხის გაცემაც კი მოგვიწია დღეს. რასაკვირველია, ეს არის სრული დეზინფორმაცია. არანაირი მსგავსი შემთხვევა მიმდინარე წელს არ ყოფილა. მოგეხსენებათ, ჩვენ 3 ქვეყანაში ვთავაზობთ ონკოლოგიური ბავშვების მკურნალობას: ისრაელში, თურქეთსა და ესპანეთში. არცერთი მომართვა არ ყოფილა დაკმაყოფილების გარეშე. დღესაც 13 პაციენტი მკურნალობს ამ 3 ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაში და არანაირი შეფერხება ან უარი ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. სამწუხაროდ, სიუჟეტები რაც გავრცელდა, იყო მხოლოდ მშრალი ინფორმაცია, არანაირი ინფორმაცია პაციენტის შესახებ ან როდის მოგვმართა, მსგავსი არაფერი ყოფილა. ჩვენ საფრანგეთში ჩვენს საელჩოსაც მივმართეთ და არც იქ ყოფილა მსგავსი შინაარსის მიმართვა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულება აქვთ იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერა და გვერდში დგომა გამოხატონ“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!