იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებისთვის მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლების არმიცემით, „დეპუტატის საქმიანობას და პოლიტიკურ პროცესს უშლის ხელს“

„გირჩის“ დეპუტატის იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეპუტატებისთვის მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლების არმიცემით დეპუტატის საქმიანობას და პოლიტიკურ პროცესს უშლის ხელს.

როგორც ხვიჩიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო წელს მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია სჭირდებათ, რადგან “ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერი და ერთპიროვნული მმართველი სწორედ სააკაშვილია და საკითხები მასთან უნდა შეთანხმდეს.

“ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოდან მიმართვა, რამაც მე მაფიქრებინა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პოლიტიკაში სრულად დაბრუნდა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პირიქით - პოლიტიკურად გააქტიურდა. ამის მაგალითია სასამართლოში მისი გამოსვლა.

მოგვწონს თუ არა მოგვწონს, ეს ადამიანი ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშეა. ამიტომ ჩვენ, პოლიტიკოსებს, წინასაარჩევნო წელს მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია გვჭირდება, რადგან საკითხები, რომელიც ოპოზიციის შიგნით უნდა შეთანხმდეს, აზრი არა აქვს შეათანხმო “ნაციონალურ მოძრაობაში“, გარდა მიხეილ სააკაშვილისა.

გთხოვეთ, როგორც პარლამენტის წევრს, უფლება მოგეცათ მიხეილ სააკაშვილს შევხვედროდი, პოლიტიკური მოვლენები მასთან ერთად განმეხილა, რადგან ეს ადამიანი პოლიტიკაში ჩართვის სურვილს აცხადებს.

თქვენი ეს შეზღუდვა არის დეპუტატის საქმიანობის და პოლიტიკური პროცესის ხელშეშლა.

მიხეილ სააკაშვილი არის “ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერი და ერთპიროვნული მმართველი. თუ გვინდა ნორმალური საარჩევნო გარემო გვქონდეს, ამ ადამიანთან პოლიტიკური დისკუსიის გამართვა და მისი პოზიციის მოსმენა ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია