შალვა პაპუაშვილი - კანონდამრღვევებს ჯარიმებს უცხოური ფულით უხდიან, ამას მალავს როგორც „ენჯეო“, ასევე, მისი დონორები, ვის ფულს იხდიან, ვინ არის ეს 12 ადამიანი? - ასეთი ჯარიმების გადახდა ზიანს აყენებს ჯარიმების პრევენციულ მიზანს

მიუხედავად იმისა, ვინ დგას ტრენინგების უკან, ვისი ფული და რომელი სახელმწიფოც არ უნდა იყოს, სამოქალაქო დაპირისპირების დაფინანსებას ყოველ ჯერზე ვამხელთ - "კანვასის" სკანდალის შემდეგ USAID-ის ადგილობრივი წარმომადგენლობისგან არაადეკვატური განმარტებები გვესმის , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"ჩვენ ვნახეთ კადრები, რომ უცხოური დაფინანსებით ხდება ადამიანების რადიკალურ განწყობებში მომზადება, ხელისუფლების ჩამოშლის ინსტრუმენტების სწავლება და ა.შ... ამის დავაინიცირეთ პროექტი, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას აქციების საფარქვეშ საფრთხე არ შეჰქმნოდა. ჩვენ ეს ვნახეთ მარტში, როცა ცოცხლად წვავდნენ ადამიანებს და დღემდე ამ ადამიანს დამწვრობის შედეგები აღენიშნება. ეს გაატარა ყველამ, არც რომელიმე "ენჯეოს", არც რომელიმე უცხოური აქტორის განცხადება არ მომისმენია, რომ დაეგმო. პირიქით, ვნახეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულ ფრთას, "სირცხვილიას", რომელიც ამერიკული და ევროპული ფონდებიდან ფინანსდება, კამპანია ჰქონდა, რომლითაც ადამიანების ცოცხლად დაწვის რომანტიზებას, ახდენს "მოლოტოვის კოქტეილი" პლაკატად აქციეს, უკრაინის ფერებში გადაღებეს, ევროკავშირის დროშები ვარსკვლავად, ნაპერწკლებად მიახატეს და მიაწერეს - "მე ვესროლე", ანუ ამბობენ, რომ "სირცხვილიას" რომელიმე წევრი რომ ყოფილიყო იმ ადგილას და იქ ყოფილიყო საწვავი ნივთიერებით სავსე ბოთლი, ისიც ესროდა. ამაში იხარჯება ამერიკული და ევროპული ფონდების ფული. როგორც ჩანს, ზოგიერთი ფონდის, მათი ადგილობრივი მენეჯერების, რომლებიც გადაჯაჭვულია პარტიებთან ამოცანაა, სამოქალაქო დაპირისპირების შემოტანა. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ სამოქალაქო მშვიდობა და მიუხედავად იმისა, ვინ დგას ამ ტრენინგების უკან, ვისი ფულიც, რომელი სახელმწიფოც არ უნდა იყოს, ჩვენ სამოქალაქო დაპირისპირების დაფინანსებას და ამის განხორციელებას ყოველ ჯერზე ვამხელთ. სამწუხაროა, "კანვასის" სკანდალის შემდეგ USAID-ის ადგილობრივი წარმომადგენლობისგან ბუნდოვანი, არაადეკვატური განმარტებები გვესმის", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილი USAID-ს ურჩევს, კომერციული რეკლამების განთავსების ნაცვლად, კითხვებს პასუხი გასცეს.

"ჩვენ ვნახეთ, სარეკლამო ბანერების სახით როგორ დაიწყო კამპანია USAID-მა. მე ერთი რჩევა მექნება, სამწუხაროდ, USAID-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა არ ისმენს ამ რჩევებს, რომელსაც ვიმეორებ, არადა ვურჩევდი, რომ პარლამენტის, ხალხის მიერ არჩეული წევრების რჩევები გაითვალისწინონ, რადგან აქ რეპუტაციული ზიანი ადგება ამერიკელი ხალხის დახმარების კეთილ საქმეს. მე წლები ვიყავი ჩართული ასეთ საქმიანობაში და კარგად ვიცი, რა დახმარება აქვს გაწეული ამერიკელ ხალხს საქართველოსთვის და სწორედ ეს მაწუხებს, რომ რამდენიმე ადგილობრივი ჩინოვნიკი ამ დახმარებას უქმნის საფრთხეს, მათ ვურჩევდი ამ კომერციული რეკლამის ნაცვლად, გულწრფელი იყვნენ ქართველი ხალხის მიმართ. ვურჩევდი ცოტა თვითრეფლექსია ჰქონდეთ, კრიტიკულად გაანალიზონ, რას აკეთებდნენ, რა იცოდნენ, რა არ იცოდნენ, სად შეიყვანეს შეცდომაში ამა თუ იმ "ენჯეომ", სად ვერ შეიყვანეს და უპასუხონ ყველა კითხვას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ კითხვას, რომელზეც ქართველ ხალხს პასუხი ჭირდება, მით უმეტეს ახლოვდება 2024 წლის არჩევნები: როდის გაიგო USAID-ის ადგილობრივმა წარმომადგენლობამ, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელსაც ISFED-ი ავრცელებდა, იყო ყალბი, გაიგო ვიდრე საჯაროდ იქნებოდა ცნობილი, თუ შემდეგ? ჩვენ ვიცით, ISFED-მა აღიარა, რომ ერთი თვით ადრე აცნობეს დონორს, იცოდნენ თუ არა ეს ერთი თვით ადრე. თუ იცოდნენ, იმ პირობებში, როცა აქციები იმართებოდა, მოლაპარაკებებში აშშ- ის საელჩო ფასილიტატორად იყო ჩართული, რატომ უმალავდნენ ქართველ ხალხს, რომ ყალბი შედეგები ვრცელდებოდა პარალელური დათვლით? იგივე ეხება "კანვასის" საკითხს, აქაც იყვნენ გულწრფელები. კომერციული რეკლამა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთ საკითხებს არ შველის, გულწრფელობა უნდა, რასთან გვაქვს საქმე "კანვასთან" დაკავშირებითაც“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ზოგიერთი უცხოური ფონდი იხსნის "კანონდამრღვევთა" ჯარიმებს. პაპუაშვილი აცხადებს, რომ "ეს შეიძლება ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან გაგებულ იქნას, როგორც "კარტბლანში" მომავალი ძალადობისკენ".

" ჯარიმებს რომ იხდიან, თურმე უხდიან კანონდამრღვევებს უცხოური ფულით. დასახელდა, რომ 12 ადამიანის ჯარიმაა გადახდილი, მალავენ, მალავს როგორც თავად ეს „ენჯეო“, ისე დონორები. ვინ არის ეს 12 ადამიანი, ვის ფულს იხდიან. ასეთი ჯარიმების გადახდა არა მხოლოდ ზიანს აყენებს ჯარიმების პრევენციულ მიზანს, ასევე, ეს შეიძლება არასწორად იქნას გაგებული ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან, როგორც "კარტბლანში“ მომავალი ძალადობისკენ. ყველა ამ საკითხს სჭირდება განმარტება. ამიტომ დაჟინებით ვურჩევდი ყველა უცხოურ ფონდს, ახლა ამას დაემატა ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელზეც ისედაც ვიცით, რომ რადიკალებს აფინანსებს „დროას“ სახით და ახლა გაირკვა, რომ ჯარიმის ფულებსაც აფინანსებს და ახალისებს რადიკალიზმს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი