სოფო ჯაფარიძე - მთელი სახელმწიფო მანქანა მომართულია ბიძინა ივანიშვილის ბაობაბებზე, მოსახლეობის პრობლემებზე კი საერთოდ არ ფიქრობენ - ამას ფიზიკურად აღარ დავუშვებთ, ვიბრძოლებთ

მთელი სახელმწიფო მანქანა მომართულია ბიძინა ივანიშვილის ბაობაბებზე, საქართველოს მოსახლეობის პრობლემებზე კი საერთოდ არ ფიქრობენ , - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

სოფო ჯაფარიძე გურიაში, ლანჩხუთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა.

“როდესაც ვხედავდით, როგორ ასეირნებდნენ ბიძინა ივანიშვილის კენიიდან მითვისებულ ბაობაბის ხეებს და მთელი სახელმწიფო მანქანა როგორ მუშაობდა ბიძინა ივანიშვილის ახირებაზე, რადგან ხეები ესეირნებინა, ამას უთმობენ ყურადღებას და აქ ხედავთ რა მდგომარეობაში ცხოვრობს აქაური ხალხი. ეს არის შეუძლებელი, ამას ფიზიკურად აღარ დავუშვებთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე იმისთვის, რომ ამ ადამიანების პრობლემა რაც შეიძლება მყისიერად მოაგვაროს „რუსულმა ოცნებამ“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში